x
image
მარიამმ პაიჭაძე
დიმიტრი სამხარაძე: „ფსკერია! ბოლო დონის ქაჯები ხართ! სპეცოპერაცია დასრულებული არ იყო და თქვენ..."
დიტო სამხარაძე


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თქვენ ქართველები არ ხართ! უბედურებაა, რომ თავადაც არ გაქვთ წარმოდგენა, რა მოდგმის ხართ! მთელი საქართველო შეშფოთებული და გაოგნებული აკვირდებოდა რა ხდებოდა საგარეჯოში, სპეცოპერაცია დასრულებული არ იყო, არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უბედურება დატრიალდებოდა და თქვენ პარალელურად დაკავებულები იყავით პოლიტიკური პროსტიტუციით!
თქვენი პარტიული ტელევიზიებიდან ისმოდა კომენტარები: „პოლიციის მოქმედმა მაღალჩინოსანმა ხალხი დახოცა”, „რუსები არიან კორპუსში გამაგრებულები“, „ქართველებს ხოცავენ და მთავრობა მშვიდობაზე გველაპარაკება”, „მოქმედი ჯარისკაცი კლავს ხალხს”, „ოცნების მოწყობილია, რომ სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება”.


მთელი ღამის განმავლობაში აქცენტს აკეთებდით, რომ თითქოს ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებას უდანაშაულო ხალხის მკვლელობა შეუძლია! ფანტაზია კი გყოფნით, რადგან თქვენი სისხლიანი მმართველობის დროს, ბევრი ასეთი მაგალითი გქონდათ და რა პრობლემაა, რომელიმე თქვენს ბინძურ ისტორიას შეადაროთ და ხელისუფლებას დააბრალოთ?



ვიცით, „ნაცები" რომ ყოველთვის ცუდის მხარეს არიან! მშვიდობის ნაცვლად ომი უნდათ, სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი, სიყვარულის ნაცვლად ზიზღი, სამშობლოს ნაცვლად - უსამშობლობა! რა თქმა უნდა, არ გამიკვირდა, მაგრამ მიკროფონიან ბომჟ ჟურნალისტებს, რომელსაც გაღიზიანებთ ასეთი მიმართვები, პრეტენზია რომ გაქვთ მორალზე და ზნეობაზე, როდესაც „ყურში“ თქვენი სუფლიორი აქოთებული სიცრუის გაჟღერებას გავალებთ და თქვენც ასრულებთ, ასეთ შემთხვევაში თქვენთვის „ნაცობაც" კი კომპლიმენტია, რადგან ფსკერია, ბოლო დონის ქაჯები ხართ! კიდევ უფრო უარესებიც გყავთ, კლავიატურის ლომი ტროლები და ბოტები, რომლებიც მხოლოდ სიბინძურის და ნაგვის წერით არიან დაკავებულები! რატომ წერენ ყალბი ექაუნთებით, დამალულად? იციან, რა საზიზღრობებსაც ავალებენ და ვერ ჩნდებიან, უნარიც არ გააჩნიათ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, ლაჩარი მანიაკი მონები!


ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, გაანათლოს ღმერთმა მათი სულები. თითოეული საქართველოს მოქალაქეს ტკივილია. ღმერთმა გაძლება და მშვიდობა მისცეს სრულიად საქართველოს და ჩვენს ერს", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.


დიტო


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.



1
487
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
487
  
2023, 20 იანვარი, 22:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1