x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
10 შემეცნებითი ისტორიული ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

image


ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ისტორიის შესწავლით არიან დაკავებულები ცოტა რამ აოცებთ. ამ გზაზე ისინი არაერთ უცნაურობას აწყდებიან და არაერთი თავსატეხის ამოხსნაც უწევთ, თუმცა ჩვენ ხომ მეცნიერები არ ვართ, რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ რჩება ბევრი ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ჩვენი გაოცებაც კი გამოიწვიოს. ეს 10 ფოტო დაგეხმარებათ ისტორიას სულ სხვა თვალით შეხედოთ და წარსულში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტიც შეიტყოთ. ყველა წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტი რეალური და ნამდვილია, ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ მათ თვალი გადაავლოთ და მათი რეალობა ირწმუნოთ.

image

"Schlörwagen": უცნაური გერმანული ავტომობილი, რომელიც სუპერ-აეროდინამიკური კი იყო, თუმცა ამავე დროს არაპრაქტიკულობითაც გამოირჩეოდა, 1939 წელი

image

ძლიერი ქალი კეტი სანდვინა ჯაჭვის გასაწყვეტად ემზადება, 1895 წელი



image


პორტლენდში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის კოტეჯი, რომელიც 1905 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა


image


პლაკატი კინოთეატრში, რომელიც სეანსის დროს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს ქუდის მოხსნისკენ მოუწოდებდა


image


ერთადერთი ფერადკანიანი ჯარისკაცი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სამსახურში, 1915 წელი, საიმონ პერისი (ასევე ცნობილი იყო როგორც ალი მაჰმუდი) კონგოში დაიბადა, თუმცა უნგრეთში საცხოვრებლად ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავიდა


image


ცენტრალური სოციალური ინსტიტუტის ოფისები პრაღაში, სადაც საბუთებით სავსე იმდენი უჯრა იყო, რომ თანამშრომლებს მრავალდონიანი სამუშაო ადგილები ჰქონდათ, 1937 წელი


image


ლორდ უოლტერ როტშილდი ზებრების გარემოცვაში, როგორც ბანკირთა დინასტიის წარმომადგენელს, როტშილდს საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლების მიცემა შეეძლო, მათ შორის - საკუთარი ზოოპარკისაც კი

image



სალვადორ დალის სიურეალისტური ფოტოსესია მის ვილაში, 1955 წელი, მხატვრის შვებულება მისი ამ მდგომარეობიდან დიდად არ განსხვავდებოდა



image



ასე გამოიყურებოდა ექიმ გუსტავ ზანდერის მიერ შექმნილი პირველი ტრენაჟორი, 1892 წელი

image


ბელგრადის ზოოპარკის დირექტორი ცდილობს დაარწმუნოს შიმპანზე სამი გაქცევის შემდეგ კვლავ ზოოპარკში დაბრუნდეს, 1988 წელი





0
1082
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1082