x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ აპირებდა ნაცისტური გერმანია თავის მართლებას, ჩადენილი დანაშაულების გამო

მესამე რაიხს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ესაჭიროებოდა: მეცნიერ-ინჟინრები და დივერსანტები, ჯალათები და «საზარბაზნე ხორცი»... და რა თქმა უნდა, მისტიკოსებიც არ წარმოადგენდნენ გამონაკლისს. RSHA–ს (რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო) 7–ე სამმართველოს ერთ–ერთი განყოფილებას, რომელიც მსოფლმხედველობითი კვლევით და ტერორის გამართლების პროპაგანდით იყო დაკავებული, «ჯადოქრების ზონდერ რაზმი» ერქვა. მას იმ დოკუმენტების შესწავლა ევალებოდა, რომელიც 11-18 საუკუნეებში მცხოვრებ ჯადოქრებს უკავშირდებოდათ. გარდა ამისა, როგორც ამბობდნენ, იქ დასაქმებულ მეცნიერებს უნდა შეესწავლათ დაკითხვის მეთოდები, რომელიც აღიარებითი ჩვენების მისაღებად, შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა.


imageჯადოქრობის რიტუალის იმიტაცია ბლოკბერგის მთაზე


«განსაკუთრებული პროექტის» — «ჯადოქრების» (Hexen-Sonderauftrag, H-Sonderauftrag) ბიბლიოთეკა 140 ათასზე მეტ წიგნს და საარქივო დოკუმენტს შეიცავდა, რომელიც გრაფი ჰაუგვიტცის (Haugwitz) სასახლეში იყო თავმოყრილი. ეს ძვირადღირებული პროექტი, სახელმწიფოს მიერ, მთელი 10 წლის მანძილზე (1935 - 1944 წწ.) ფინანსდებოდა.

imageცნობილია, რომ SS რაიხსფიურერი და გერმანიის პოლიციის უფროსი ჰიმლერი (Heinrich Himmler) ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა, ყოველგვარი მისტიკურის და ოკულტიზმის მიმართ. 1939 წლის გაზაფხულზე, მისი დავალებით, SS-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საკუთარ თანამშრომლებს, საიდუმლო დირექტივა გაუგზავნა, რომელიც მათ SS-ის რაიხსფიურერის წინაპრებში, მის საგვარეულო ხეზე, ჯადოქრების, ან მსგავსი მიდრეკილების ადამიანების მოძებნას ავალდებულებდა. საქმე იმაში იყო, რომ გადმოცემით, მის წინაპრებში ქალი იყო, რომელიც კუდიანობის გამო, კოცონზე დაწვეს. სულ მალე, ჰიმლერის მაგიდაზე საარქივო დოკუმენტი გაჩნდა, რომელშიც ეწერა, რომ 1629 წლის 4 აპრილს, ვინმე მარგარეტ ჰიმბლერი მარკეიშეიმიდან (Markeisheim) გაასამართლეს და კოცონზე დაწვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიმლერი აკადემიური განათლების მქონე ადამიანებს, მეტად უაზრო ბრძანებებს, ხშირად აძლევდა. ამის გამო, მეცნიერები უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რადგან დავალებაც უნდა შეესრულებინათ და სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, საკუთარი რეპუტაციაც უნდა შეენარჩუნებინათ. მაგრამ, «ჯადოქრების პროექტის» შემთხვევაში, საქმეში მხოლოდ მეცნიერები კი არა, RSHA-ის 7-ე განყოფილების, იდეოლოგებიც იყვნენ ჩართულები. პროექტის მართვა კი, ამ განყოფილების, SS-ის ერთ-ერთ ბრიგადფიურერს, ფრანც ალფრედ სიქს (Franz Alfred Six) დაევალა.

ჰიმლერის «ჯადოქრების კარტოთეკა», ისტორიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი მასში უამრავ შეცდომას ხედავს, რომელიც მეცნიერების მიერ იყო დაშვებული, რომლებიც მათზე დაკისრებულ სამუშაოს უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ. სხვები კი, ყურადღებას შეგროვებული მასალის პროპაგანდისტულ ხასიათზე და არქივზე ამახვილებენ.

image«ჯადოქრების» სასამართლო პროცესების საქმეების შესწავლაში, «ხალხისა და მისი არსის შესწავლის» განყოფილებაც იყო ჩართული, რომელსაც არც მისტიკა აინტერესებდა და არც ჯადოქრების ზებუნებრივი ძალები. მათი მხრიდან აქცენტი ეკლესიის და გერმანელი ხალხის დაპირისპირებაზე და გერმანულ კულტურაზე «ქრისტიანულ გავლენაზე» კეთდებოდა. «კუდიანების დევნაში» კი ბრალი ეკლესიას ედებოდა და პრაქტიკულად, დამნაშავეები სწორედ ეკლესიის მსახურები იყვნენ. მაგრამ, იმ დროს, ინკვიზიცია მხოლოდ გერმანიაში კი არა, მთელს ევროპაში მძვინვარებდა. დაზარალებულის მანტიის მორგებას კი, მხოლოდ გერმანელები გეგმავდნენ. იმის გამო, რომ «წარმართული გერმანიის კულტურაზე», რომელშიც «ჯადოქრების ინსტიტუტიც» მოიაზრებოდა, ეკლესია ძალადობდა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამართლებას მესამე რაიხ, სწორედ რელიგიური მოტივით აპირებდა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს იდეოლოგები, ცდილობდნენ ქრისტიანული ეკლესიის მტრული დამოკიდებულების ჩვენებას, ყველაფრი გერმანულისადმი. «ჯადოქრების კარტოთეკაში» შეგროვებული მასალა, სავსებით საკმარისი არის, გერმანული რასის გენოციდის შესახებ, წიგნების ან არაერთი სტატიების დასაწერად... და კიდევ, ისტორიული რეალობის, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსარგებად. განსაკუთრებით, მათი ებრაელებისადმი დამოკიდებულების გასამართლებლად და ჩადენილი გენოციდის გასამართლებლად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* ძველი სამყაროს ოქროს ხანა და «ზღვის ხალხები». რატომ დაიღუპა უძველესი ცივილიზაცია?

* ყველაზე საინტერესო, ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

* NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...

* 15 შემეცნებითი და საინტერესო ფოტო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* ცხოველების 25 ემოციური ფოტო



3
630
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
630
  
2023, 3 თებერვალი, 23:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 1 თებერვალი, 23:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 იანვარი, 12:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3