x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ნაცმოძრაობა აღარ არსებობს! ბოიკოტს ვუცხადებ არჩევნებს! ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

„ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

/

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა“.


.

„რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.

.

„ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.

.

პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს. ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემით ირჩევს. პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი 13 იანვრიდან გამოაცხადა. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება.

1
197
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
197
  
2023, 19 იანვარი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1