x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც ყველამ უნდა ნახოს

image


კაცობრიობის ისტორია - ჩვენი პლანეტის ისტორიაში მხოლოდ მოკლე წამია, და მით უფრო მცირეა ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს მოვლენების ფოტოფირზე აღბეჭდვის შესაძლებლობა მიეცათ. სწორედ ამიტომაც იძენს ისტორიული ფოტოები ამხელა მნიშვნელობას. თითოეული კადრი - ერთგვარი პატარა სასწაულია თავისი უნიკალური ისტორიით. ზოგიერთმა ფოტომ ჩვენამდე სრულიად შემთხვევით მოაღწია, აი ზოგიერთმა კი, სამწუხაროდ - ვერა, რაც ჩვენამდე მოღწეულს კიდევ უფრო ძვირფასსა და ღირებულს ხდის. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ისტორიული ფოტოები მხოლოდ სპეციალისტებისთვის, ძვირადღირებული ალბომების მფლობელებისთვის და ძველი ჟურნალებისა და გაზეთების მკინძავებისთვის იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი, ინტერნეტის ეპოქაში ყველას შეუძლია მარადისობას შეეხოს და ის უნიკალური ისტორიული ფოტოები იხილოს, რომლებიც ისტორიით სუნთქავს.




მონები და მათი მონები


image


ფოტო 1910-იან წლებში ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაშია გადაღებული. ეს სახელმწიფო შეერთებული შტატების აქტიური მხარდაჭერით შეიქმნა: XIX საუკუნის 20-იან წლებში შეერთებულ შტატებში აქტიური მებრძოლები "აფროამერიკელების" თავისუფლებისთვის ლობირებდნენ კანონს გათავისუფლებული აფრიკელი მონების ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად. ასე გაჩნდა ლიბერია, თუმცა სენატში ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ყოფილ ამერიკელ მონებს, რომლებსაც ფულიც ჰქონდათ და იარაღიც შეეძლოთ ადგილობრივი ტომების დაპყრობა და მათი მონებად ქცევა. ფოტოზე მდიდარ მონროვიელ ოჯახს ვხედავთ: შეერთებული შტატების მონათა შთამომავალი, რომელიც პლანტატორი გახდა, მისი მეუღლე, ორი ვაჟი, ქალიშვილი, და ასევე ამ შესანიშნავი ოჯახის ორი მონა.




"ჰორიზონტალური თანამშრომელი"


image


ჰიტლერს ევროპის უმეტესი ნაწილის დასაპყრობად მხოლოდ 116 დღე დასჭირდა. დანია ერთ დღეში დანებდა, პოლონეთი - 16-ში, საფრანგეთი კი - 44 -ში. ბელგიისა და ნორვეგიის დასაპყრობად კი ფიურერს ცოტა მეტი - 2 თვე დასჭირდა, ვინაიდან ეს ქვეყნები მას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ომისგან განსხვავებით, აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელების დამოკიდებულება "სწორი" ქვეყნების მოსახლეობის მიმართ საკმაოდ ლოიალური იყო. 1942 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ვერმახტელი საყვარლის კიტელში გამოწყობილ ფრანგ გოგონას ვხედავთ. ქალი საკმაოდ მხიარულად გამოიყურება და თავსაც აშკარად უსაფრთხოდ გრძნობს. ფრანგები გერმანელებსა და ოკუპირებული ტერიტორიების მკვიდრ ფრანგ ქალებს შორის არსებულ სარგებლის მომტან ურთიერთობას "ჰორიზონტალურ თანამშრომლობას" უწოდებდნენ. მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ "ჰორიზონტალურ თანამშრომლებს" მძიმე ხვედრი ერგოთ: მათ თმას პარსავდნენ, წითელ საღებავს ასხამდნენ და ყოველმხრივ შეურაცხყოფდნენ და ამცირებდნენ.





ჩამომსხმელი გოგონა


image


შეერთებულ შტატებში 1920-იან წლებში "მშრალი კანონი" შემოიღეს. მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ინიციტივა საზოგადოებრივი მორალის გაუმჯობესებას, დანაშაულის შემცირებასა და ამერიკელების მთლიან გაჯანსღებას შეუწყობდა ხელს, თუმცა ეფექტი საპირისპირო აღმოჩნდა. ალკოჰოლის გაყიდვაზე სრული კონტროლი მაფიოზურმა კლანებმა დაამყარეს, სუროგატული ალკოჰოლისგან კი სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა. მინეაპოლისის პოლიციის განყოფილებაში 1924 წლის 10 აპრილს გადაღებულ ფოტოზე ახალგაზრდა გოგონას, ჯენი მაკგრეგორს ხედავთ. ჯენი ქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში ალკოჰოლის უკანონო ჩამოსხმისთვის დააკავეს. დამრღვევი სასმელს ძვირფასი ბეწვის ქურქის ქვეშ დიდ ჭურჭელში მალავდა. დაკავებამდე ჯენიმ ათას დოლარზე მეტის გამომუშავება შეძლო.



ყინულმჭრელი "ბაიკალი"


image


მე-19 საუკუნეში ბაიკალის ტბა საზღვაო გადაზიდვების თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იყო. ტბის სამხრეთ ბოლოში ნავიგაცია 232 დღე გრძელდებოდა, ჩრდილოეთით კი - 216. ბაიკალით მოძრაობდნენ როგორც ნავები და ბარჟები, ასევე ნამდვილი საზღვაო ორთქლმავალი გემებიც. ნავიგაციის გასახანგრძლივებლად ორ ყინულმჭრელ-ბორანს - "ანგარას" და "ბაიკალს" იყენებდნენ. ფოტოზე სწორედ ამ უკანასკნელს ხედავთ. "ბაიკალი" იმდენად დიდი იყო, რომ მისი საშუალებით რკინიგზის ვაგონებს ეზიდებოდნენ. მგზავრები კი პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაზე სხვადასხვა დონის კომფორტის სპეციალურ კაბინებში მოკალათებული ბედნიერად მოგზაურობდნენ. სამწუხაროდ, 1918 წელს, სამოქალაქო ომის დროს, "ბაიკალი" საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, რომლის დროსაც ცეცხლი წაეკიდა და ჩაიძირა.




იასნაია-პოლიანასკენ


image


ფოტოზე უმდიდრესი მამულის მფლობელი, მსოფლიო მასშტაბით რეკორდული რაოდენობით გაყიდული წიგნების ავტორი, რომელმაც ნობელის პრემიაზეც კი არაერთხელ თქვა უარი - 68 წლის ლევ ტოლსტოი გახლავთ, რომელიც მოსკოვიდან იასნაია-პოლიანაში ფეხით მიდის, მანძილი სხვათაშორის 184 კილომეტრია, 1896 წელი



და მაინც ვინ არის ის?



image


ეს ფოტო წამყვანი ამერიკული ჟურნალის "LIFE"-ის გვერდზე 1956 წელს გამოჩნდა, როგორც სტატიის ილუსტრაცია, სადაც საუბარი იყო იმაზე რომ აშშ-ში ქალები მოკლე შორტებს სულ უფრო ხშირად ირჩევენ. ფოტომ მკითხველებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მათ რედაქტორები წერილებით რასაც ჰქვია "დაბომბეს", სადაც უცნობი ლამაზმანის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებს ითხოვდნენ, მკითხველები იმედს გამოთქვამდნენ რომ ლამაზმანი ისეთივე მომხიბვლელი იყო წინიდან როგორც ის იყო ზურგიდან, ჟურნალის პასუხმაც არ დაყოვნა:


image


"აი, ჯეინ ფოსტერი დეტროიტიდან" - იყო პასუხი ჟურნალ "LIFE"-ის რედაქციიდან, რომელმაც საკუთარ გვერდზე მკითხველის კითხვას უცნობი ქალბატონის მომხიბვლელობის დასტურად მისი პროფილში გადაღებული ფოტოც დაურთო.










0
911
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
911