x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"ეს ის მილოცვაა, რომელმაც ყველაზე მეტად გამახარა"- ნახეთ, ვისგან მიღებულ წერილს აზიარებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას ციხიდან მიღებულ მისალოც წერილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და აღნიშნავს რომ "უსამართლოდ დატყვევებული" მისი მეგობრის ამ მილოცვამ ის ყველაზე მეტად გაახარა და გააბედნიერა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ტელეწამყვანს ცოტა ხნის წინ შვილიშვილის შეძენა და ბებიობა მიულოცა:


"ეს ის მილოცვაა, რომელმაც ყველაზე მეტად გამახარა და გამაბედნიერა❤️❤️❤️ იმიტომ რომ წერილის ავტორი ჩემი მეგობარია, ძალიან მაგარი კაცია და უსამართლოდ დატყვევებული პოლიტპატიმარია! მე რომ ძალიან მიყვარს, ძალიან მენატრება და საშინლად რომ აკლია ქართულ პოლიტიკასაც, ტელევიზიასაც და ყველაფერს გარშემო -ყველაზე დიდი გულის Nika Gvaramia -ს წერილი ციხიდან ბებია ინგას ❤️❤️❤️ #თავისუფლებანიკას✌️✌️✌️"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ზემოხსენებულ წერილს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ ბებია გახდა, ამის შესახებ პოსტი მან თავად გამოაქვეყნა და პატარას ფოტოც გააზიარა.


image


"ნინია გავიცანი საოცარი გოგოა ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა"- დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.








0
451
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
451