x
image
მარიამმ პაიჭაძე
გია გაბრიჭიძე ლევან ბერძენიშვილზე: „ამას მარაზმის ბოლოსწინა სტადია დაწყებია"

გია და ლევანი

ყვარელში, ლექციის ჩასატარებლად ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ევრო-ატლანტიკურ ცენტრთან პიკეტი მოუწყვეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. აღნიშნულ საკითხს ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ლევან ბერძენიშვილი - რა უფლებით აკეთებს ამას ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე."


ამას მარაზმის ბოლოსწინა სტადია დაწყებია.



რა შუაშია ან „ალტ ინფო", ან პარლამენტის თავმჯდომარე და ორივე ერთად?


ე.ი. ამ ბეჩავის „ღრმა ინტელექტუალური ჰაზროვნებით" პარლამენტის თავმჯდომარემ დაავალა „ალტ ინფოს" რომ ლექცია არ ჩაატარებინოთო?
რატომ ყვარელში და არა თბილისში, სადაც საკმაოდ კომფორტულად ლაყბობს?
თან „მარკას" რომ იწევს - მოქალაქეები კი არა, პარლამენტის თავმჯდომარე მიშლის ხელსო.


ნეტა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მდაბიო ქართულ საქმეზე ლაპარაკობს, ან ოდესმე ულაპარაკია?


თავად ყველაზე კარგად იცის რომ მისი „საქმე" ფულია და ფულს თუ გადაუხდიან, ნებისმიერ თემაზე ილაპარაკებს ნამდვილი ქართული საქმის გარდა (აი, ეგ შინაგანი შეზღუდვა ნამდვილად აქვს).


არა, აწი მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ ბედუკუღმართზე აღარაფერი ვთქვა. ზედმეტი ყურადღება მისთვის მეტი ფულის მომტანია", - წერს გია გაბრიჭიძე.


გია გაბრიჭიძე


„რუსული ორგანიზაცია „ალტ ინფო" საქართველოში ხელს მიშლის ქართულ საქმეზე ვილაპარაკო და ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს მისთვის მომგებიანია. ვინ მისცა უფლება, მე შემიზღუდოს გადაადგილება და ლექციის ჩატარება ამიკრძალოს, რა უფლებით აკეთებს ამას ნებისმიერი მოქალაქე, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე. ხომ იურისტები არიან, გერმანული დიპლომები აქვთ, როგორ არ რცხვენიათ?!"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.



0
202
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0