x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არაა უტვინო, ხვდება რომ იშიფრება.. ესეიგი თამაშობს "ოცნების" თამაშს?"- ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ქართულ პოლიტიკაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის როლზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს:


"კარგად ვიცნობ ვანო მერაბიშვილს.ის ყოველთვის გამოირჩეოდა ანაზდად, წინსწრებით გაკეთებული განცხადებებით, ჩემს თაობას ახსოვს მისი დემარში, როდესაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უცხოეთის პრესას მისცა ინტერვიუ,

რომ "ბაბუს" დრო წავიდა...

შემდეგ იყო მისი დიდი და პატარა შეცდომები და გამარჯვებები, ცოლს გადაყოლილი კარიერა და ციხის კადრებით დაბრუნების მცდელობა.

ახლა ყველას კარგად ესმის, რომ ვანო იმაზე ჭკვიანი და წინდახედული აღმოჩნდა ვიდრე მისი თანამეინახენი(გნებავთ თანამზრახველები)

ამასობაში მერაბიშვილმა ახალი თამაში წამოიწყო:

"მე არ გავბოზდები!"

არ "იხტუნავა" ციხეში, არ ჩაუშვა მისი წიხლქვეშ გამგდები,

"ამხილა" მელია და აწ მრავალშვილიანი

სააკაშვილი და ბოლოს უფუნქციო,

უდონო, უვიცი "ხაბეს" მეშვეობით დაანონსა დანგრეულ ნაციონალურ სარკოფაგზე ახალი დროშის აღმართვა????...

არადა,

ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით,

პრინციპში არაა უტვინო, მეტიც,

ხვდება რომ ციფრულ საუკუნეში ყველა მისი ნაბიჯი იშიფრება,

ესეიგი მიზანმიმართულად თამაშობს "ოცნების" თამაშს?(ნებით, თუ უნებლიედ)

მდა...

რავარი ჩაიხლართა...????

პოპკორნი სტუდიაში!"- ვკითხულობთ ლალი მოროშკინას პოსტში.






0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
310