სხვა გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევში ძვირადღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა? 17 იანვარი, 12:17 ![]() "ქრონიკის" ინფორმაციით, ბინა მდებარეობს კიევის ცენტრში, შევჩენკევსკის რაიონში, ბულვარნო კუდრიავკას ქუჩაზე, ასევე საუბარია დიდი ოდენობის თანხაზე, მილიონი გრინვაზე.აღნიშნული ბინა ექსპრეზიდენტის დეკლარაციაში არასოდეს ყოფილა. თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს ექს-პრეზიდენტის დედა: "თქვენ საიდან მოგონეთ ეს ინფორმაცია, მე არა მაქვს, მოვრჩეთ!"-ასე უპასუხა ტელეჟურნალისტს გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, პირველად 2021 წლის შემოდგომაზე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის და უკრაინელი პოლიტიკოსის ლიზა იასკოს ერთობლივი ვიდეო, რომელშიც ისინი ამბობდნენ, რომ ერთმანეთი უყვართ და ერთად ცხოვრობენ. ეს ამბავი სიურპრიზი იყო ბევრისთვის, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, მისი ოფიციალურ ცოლისთვის, სანდრა რულოვსისთვის. ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ ლიზა იასკო თითქოს ფეხმძიმედ იყო მიხეილ სააკაშვილისგან და შვილი გააჩინა, თუმცა ეს ინფორმაცია დღემდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. 501 2-ს მოსწონს
|