ფოტოგრაფია წარსულის 10 ფოტო, რომელიც ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს 17 იანვარი, 11:01 რაც უფრო მეტი ადამიანი არსებობს პლანეტაზე, მით უფრო მოცულობითი ხდება ისტორიაც. ძნელი წარმოსადგენია, რამდენი ინფორმაციის დამახსოვრება მოუწევთ მოსწავლეებს 200 წლის შემდეგ, თუმცა ერთი კარგი ის არის, რომ დღეს მთელ ინფორმაციას შეგიძლიათ უკვე ინტერნეტში გაეცნოთ - არ არის საჭირო ყველაფრის დამახსოვრება ან საინტერესო საკითხის დასაზუსტებლად ბიბლიოთეკაში წასვლა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 რარიტეტულ ფოტოს, რომელიც წარსულის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ.![]() გასული საუკუნის შუა ხანების შეერთებულ შტატებში ბევრი უცნაური კონკურსი ტარდებოდა. აი, მაგალითად, როგორც ეს. ფოტოზე შტატ ორეგონის მეტყევეები ერთმანეთს პროფესიონალიზმში ეჯიბერბიან. 1941 წელი![]() ლეგენდარული უილიამ ჰარლი და არტურ დევიდსონი, რომლებმაც მსოფლიოს ლეგენდარული "Harley-Davidson "- ის მოტოციკლები აჩუქეს. ამ ბიჭების სახელები ყველამ იცის, თუმცა მათ სახეზე ცოტა ვინმე თუ ცნობს, ჰოდა, უსამართლობას ვასწორებ![]() ასე ხდებოდა დიდ ბრიტანეთში 30-იან წლებში საჰაერო ხომალდის დაშვება. საკმაოდ შემზარავი სანახაობაა მათთვის, ვისაც სიმაღლის პანიკური შიში აქვს![]() ამ ქალბატონს ანა კოულმან-ლედი ერქვა. ის ომში დამახინჯებულ ჯარისკაცებს სახეების "დაბრუნებაში" ეხმარებოდა, უკეთებდა რა მათ ასეთ რეალისტურ ნიღბებს![]() ყირიმი, 1960-იანი წლები![]() პატარების რბოლამ შეერთებულ შტატებში მონაწილეთა და მაყურებელთა დიდი რაოდენობა მიიპყრო. ბავშვების მიზნისკენ სწრაფვა საკმაოდ სახალისო სანახაობა იყო![]() 1962 წელს ჟურნალ "Vogue"-ის ფოტოსესია მერლინ მონროსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ მსოფლიომ ეს ნიჭიერი ქალბატონი ასე ადრე დაკარგა![]() მამაკაცს ჯარიმა საზოგადო სანაპიროზე თავისი ძალიან თამამი კოსტიუმისთვის დაეკისრა. პოლიციელი მის მონაცემებს იწერს და დაჟინებით მოუწოდებს სხვა რამე უფრო წესიერი ჩაიცვას![]() ადრე აზროვნება უფრო ლამაზად და მასშტაბურად შეეძლოთ. წარმოგიდგენიათ, როგორი ფანტაზია უნდა გქონდეს, მსგავსი წარმოდგენის დასადგმელად? სწორედ ასეთი ნიჭით იყო დაჯილდოებული ცეკვების დამდგმელი რეჟისორი ბასბი ბერკლი![]() საბჭოთა კავშირში სილამაზის კონკურსების ჩატარება მიღებული არ იყო. ეს მუშათა კლასისთვის მიუღებლად ითვლებოდა, რადგან ფიქრი პირველ რიგში ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა ყოფილიყო და არა სილამაზეზე, მაგრამ პერესტროიკის დროს სსრკ-ში პირველი კონკურსი მაინც ჩაატარეს, და აი მაშინ კი უკვე საბჭოთა გოგონებმა მთელი თავისი სიდიადე მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინეს. ფოტოზე ერთ-ერთი ფინალისტი ეკატერინა მეშჩერიაკოვა გახლავთ.851 შეფასება არ არის |