x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დააკავეს მსოფლიოში ყველაზე ინტენსიურად ძებნილი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთზე უარესი ბრალდებები აქვს წაყენებული
image "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით ასობით დამიანი იძებნება, მაგრამ ამ სტატიაში მოგიყვებით ადამიანზე რომელიც პრაქტიკულად მთელ დედამიწაზე იძებნებოდა მისი კრიმინალური ქმედებების გამო.


მისი ქმედებები გასცდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩარჩოებს და ის უკვე იძებნებოდა, როგორც საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის ლიდერი.
საუბარია კონტრაბანდისტზე, მასიური მკვლელობების დამკვეთზე და შემსრულებელზე, კიდანე ზეკარიას ხაბტემაიამზე.


ის დაკავებულ იქნა 1 იანვარს სუდანში გლობალური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების საემიროების სპეცსამსახურებმა ჩაატარა სუდანში სუდანის ხელისუფლების ნებართვით.


დაკავებულს ბრალად ედება იარაღით ვაჭრობა და რაც ყველაზე საშინელია ადამიანებით ვაჭრობა, კიდანე ასეულობით მილიონ დოლარს შოლულობდა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მეშვეობით. ის ქმნიდა დევნილების ბანაკებს ლიბიის ჩრდილოეთში, სადაც აღმოსავლეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლის მსურველ აფრიკელებს ევროპაში გადაყვანას პირდებოდა ფულის და ძვირფასეულობის სანაცვლოდ.



ის და მისი მებრძოლები მასიურად აუპატიურებდნენ ნებისმიერ ქალს, რომელიც მოეწონებოდათ, იქნებოდა ეს ზრდასრული თუ არასრულწლოვანი, წინააღმდეგობის გამწევს კი საჯაროდ სჯიდნენ და ხანგრძლივი წამების შემდეგ კლავდნენ.


არაბეთის გაერთიანებული საემიროების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით: "მათ დახურეს ერთერთი ყველაზე მთავარი მარშუტი აფრიკიდან ევროპისაკენ მიგრანტების გადასაადგილებლად, რადგან ამ გზას ვიღაცისთვის მილიონები მოჰქონდა მიგრანტებისთვის კი ძალადობა და სიკვდილი.


ჩვენ შევძელით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის განადგურება და მისი ლიდერის დაკავება, რითიც დავხურეთ მარშუტი ერითრეიდან, ეთიოპიიდან, სომალიდან და სუდანიდან ათასობით მიგრანტისათვის ლიბიის სიკვდილის ბანაკების გავლით".
image

0
548
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
548