x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ზამბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საკუთარმა ძაღლებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს

image

ყოფილი ზამბიელი ფეხბურთელის, ფილიმონ მულალას მეუღლემ საკუთარი ქმარი, უკანა ბაღში მკვდარი იპოვა, მას შემდეგ რაც მისმა ძაღლებმა ფეხბურთელი სასიკვდილოდ დაგლიჯეს, როგორც ცოლი, ლილიანი აცხადებს, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ძაღლები ასეთი დაუნდობლები გახდებოდნენ პატრონის მიმართ.


ლილიან ცილეშემ აღნიშნა, რომ ძაღლებმა მას ყელის და სახის არეში უკბინეს



60 წლის მულალა 7 იანვარს, სამხრეთ აფრიკაში, ლიხტენბურგში. შემთხვევის ადგილზევე გარდაცვლილად გამოცხადდა. ყოფილი ფეხბურთელი პირქვე მწოლიარე აღმოჩინეს და სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული.


პოლიციის პრეს-მდივანმა სემ სელანიანმა ასეთი განცხადება გააკეთა: ”მას(ცოლს) არ მოსვლია აზრად წასულიყო და შეემოწმებინა, თუ რა მოხდა, რადგან მათი სახლი მდებარეობს ხმაურიან ქუჩაზე და ძაღლები ხშირად უყეფენ ფეხით მოსიარულეებს და გამვლელ მანქანებს. მეტიც, ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, სავარაუდოდ, ქმრის საძებნელად შევიდა სახლში, მაგრამ ვერ იპოვა“.


”შემდეგ იგი სწრაფად გავიდა გარეთ, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი საკუთარმა ძაღლებმა დაგლიჯეს - სტაფი, პიტბული და ერთიც უცნობი ჯიშის ძაღლი. გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ მამაკაცის გარდაცვალება ადგილზევე დაფიქსირდა “.-დასძინა პოლიციის პრეს-მდივანმა


ძაღლები, სახელად პროსპერი, ბლესინგი და ბულდოზერი, ლეკვობიდან ოჯახთან ერთად იზრდებოდნენ.


მულალამ ზამბიის ნაკრებში ექვსი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.


ის დაეხმარა თავის ქვეყანას 1984 წლის აღმოსავლეთ და ცენტრალური აფრიკის ჩემპიონატის მოგებაში.


image

ზამბიის ფეხბურთის ფედერაციამ უმალ მიაგო პატივი ყოფილ ფეხბურთელს.


”ეს ისეთი ტრაგიკული დასასრულია. ბევრს, ვისაც მისი თამაში ნანახი აქვს, განსაკუთრებით Mufulira Wanderers-ის თაყვანისმცემლებმა, მწუხარება გამოთქვეს.


„ბევრს ახსოვს ის ეროვნული ნაკრებიდან, სადაც მან მოუტანა ზამბიას პირველი დიდი ვერცხლი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. [პენსიაზე გასვლის შემდეგ] მან ბიზნესი წამოიწყო სამხრეთ აფრიკაში."-ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.




2
643
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
643
  
2023, 17 იანვარი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 16 იანვარი, 13:14
:-(
0 1 2