x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთი ყალიბდება, როგორც ტერორისტული სახელმწიფო და მსოფლიოს ვალია, რუსეთი როგორც ბოროტების იმპერიის მემკვიდრე დაიშალოს
image სსრკ-შეიქმნა ძალადობრივი გზით, ასობით ათასი ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ბოროტების იმპერია უნდა დაშლილიყო და ის დაიშალა, მაგრამ მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი ერთიანად აღებულ საბჭოთა კავშირზე ბევრად უფრო აგრესიულ და ბოროტების გენერატორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.


ჩეჩნების გენოციდი, ინგუშების გენოციდი, ჩეჩნების გენოციდი, 2008 წელს საქართველოში შეჭრა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დაბომბვა.


რუსეთი ოფიციალურა უკრაინაში შეიჭრა "ნაცისტური რეჟიმის" გასანადგურებლად, თუმცა მოდით და ვთქვათ სიმართლე ვინაა რეალურად ნაცისტი, ბუნებრივია რუსეთი.


უკრაინა არ დასხმია თავს რუსეთს, პირიქით რუსეთი დაესხა თავს და გამეტებით ომის პირველივე დღიდან ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.



ასე იბომბებოდა გორში სრულიად მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული ავიაციით.
უკრაინაში დნიპროში სულ ბოლოს რუსმა აგრესორებმა შუაზე გახლიჩეს სარაკეტო დარტყმით უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუი, სადაც ამ ეტაპზე ოფიციალურად 21 ადამიანია დაღუპული, მაგრამ ვინც კი საომარ მოქმედებებში ან სამაშველო საქმეებშია ჩახედული იცის, ასეთ დროს მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე დღე სულ მატულობს, სანამ ნანგრევები სრულად არ იქნება გაწმენდილი.


მე უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე და პირად მტრად ვთვლი ნებისმიერი ერის შვილს ქართველების ჩათვლით ვინც რუსეთის რეჟიმს ამართლებს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ამართლებს ასევე 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.


რუსეთი, როგორც ტერორისტული სახელმწიფო უნდა დაიშალოს. აფხაზეთი და სამაჩაბლო ძირძველი ქართული მიწაა, როცა რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელწიფო ძალადობრივი გზითაა შეკოწიწებული.


"ტვინმრუდე" ქართველები, მათ შორის ყოფილი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია თვლიან რომ 2008 წელს ჩვენ დავიწყეთ ომი, ესეც არაფერი თურმე არანაირ რუსულ აგრესიას ადგილი არ ჰქონია.


ნებისმიერს დავუდგები გვერდით, ვინც რუსულ რეჟიმს დაუპირისპირდება.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება რუსეთს ღია ომი გამოვუცხადოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ლეგიტიმური უფლება გვაქვს პარტიზანული მოძრაობა განვაახლოთ და ოკუპანტებს შიშის ზარი დავცეთ.


ბევრს გაეცინება, რუსეთს პრტიზანული მოძრაობით უპირებს შეშინებასო!
სხვათაშორის მაშინ როცა ქართული პარტიზანული ჰგუფები დომინირებდნენ გალის რაიონში, ღამით ვერც რუსს და ვერც აფხაზს, გნებავთ აფსუას წამლადაც ვერ ნახავდით გალის რაიონში.


მხოლოდ დღისით შემოდიოდნენ გალის რაიონში მძიმე ტექნიკით და რამდენიმე ასეული მებრძოლით.


"კართაგენი უნდა დაინგრეს"-ამ მოწოდებამ აქტუალურობა დაკარგა, რუსეთი უნდა დაიშალოს ხოლო პუტინის რეჟიმი უნდა დაისაჯოს გასამართლების შემდეგ, ისევე როგორც დაისაჯნენ გერმანელი ნაცისტები ნიურბერგის პროცესში.

0
58
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
58