x
ილია ჭავჭავაძე ლიბერალებსა და კონსერვატორებზე
image

ილია ჭავჭავაძე იყო ქართველი მოაზროვნე. მისი არაერთი ნაშრომი დღეს იქცა ყველასათვის საყვარელ საკითხავად. თუმცა, „კაცია-ადამიანის?“, „გლახიის ნაამბობის“, „მგზავრის წერილებისა“ და სხვა მოთხრობების გარდა, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის „რჩეული წერილები“, სადაც ის გვისახავს მოვლენებისადმი და სინამდვილისადმი ცნობიერ მიდგომას, მათ შესწავლას, გააზრებას და ისეთი დასკვნების გამოტანას, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

ილია აღწერს, რომ რუსეთი გაიყო ორ დიდ ბანაკად: ერთში მოექცნენ ძველის, არსებულის მომხრენი, რომელსაც ვუწოდებთ „მამების ბანაკს“. ხოლო მეორე-„შვილების ბანაკი“, რომელიც იყო ძველის უარმყოფელი და ახლის მოსურვენი. ილია ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ლიბერალობა ევროპისას ჰგავს, რუსეთში კონსერვატორობა დღეს არ არის და არც ყოფილა. ილიას აზრით, მთავარი საკითხი არის ფაქტი, რომ ერის ისტორიაში ორი წყობა ყოველთვის არსებობს, აქედან ერთი ისტორიულად შემორჩენილია და დღეს არსებობს, მეორე კი არის ის, რაც დღეს გვჭირდება.

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს, „მამების ბანაკში“ კონსერვატორები არიან, ანუ დადგენილის მცველნი. „შვილების“ კი-ლიბერალები, ანუ ახლის მსურველნი, რომ დღევანდელობა შეიცვალოს. თუმცა ლიბერალებს ყველაფერი ახალი არ მოსწონთ. ასევე კონსერვატორებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ, ზოგიერთები ახლის მომხრეც არიან. ლიბერალები თავს გასწირავენ ზოგიერთი ძველისთვის. თუმცა, როგორც ილია ამბობს, რუსეთში „მამებმა“ ყველაფერ ახალს დაუწყეს დევნა, განურჩევლად კარგისა თუ ცუდისა.


ილია ამბობს, რომ ჭეშმარიტი ლიბერალობა უარჰყოფს მხოლოდ იმ ძველს, რომელიც დღევანდელობაში მისაღები აღარ არის. ლიბერალიზმი იმ ახალს ანაცვლებს ძველით, რომელიც წარმატებას მოუტანს დღეს. თუმცა „მამების საქციელმა“, რომ ყველაფერი ახალი უნდა იყოს უარყოფილი, მათში გამოიწვია არასამართლიანი საქციელები. „შვილების ბანაკი“ იძულებული გახდა უარი ეთქვა ყველაფერ ძველზე, რამაც საბოლოოდ იქამდე მიიყვანა მათი თაობა, რომ უარყვეს პუშკინიც კი.

ილია ამბობს, რომ რამდენიმე ფრაზით არიან ადამიანები მოდას აყოლილი. ისინი ამბობენ, რომ ხელოვნება არ არის ჭკვიანი კაცის საქმე; ავტორიტეტების არ სწამთ; ისტორია ზღაპარია; ქვეყანაზე მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავად-აზნაური არა. ამ სიტყვებით თავგამოდებული ადამიანები ლიბერალობას იბრალებენ. ილია ამბობს, რომ სწორედ ეს ადამიანები მხოლოდ ამ სიტყვებით იბრალებენ რადიკალობასა და ლიბერალობას.

ილია რუსეთის ლიბერალიზმზე ამბობს, რომ თავი გაიტანა, მიზანს მიაღწია და შეიცვალა აზრი ხელოვნებაზე, პოეზიაზე, ავტორიტეტებზე, გლეხსა და თავადზე. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორების წყალობით, ისინი ყველაფერ ძველს უარყოფენ, საბოლოოდ მათ მიიღეს ბევრი ძველი. თუმცა იმ ლიბერალებს, რომლებიც უბრალოდ ლიბერალობას იჩემებდნენ და მხოლოდ დაზეპირებულ ფრაზებს იყენებდნენ „ჭეშმარიტი ლიბერალობა ცხვირ-წინ გაეპარათ“.

როგორც ილია ამბობს, რუსეთი ცდილობს „მამების და შვილების“ ბრძოლა ჩვენშიც გადმოიტანოს. თუმცა საქართველოს ახალგაზრდობა ლიბერალიზმის მიმდევარია, მათთვის ყველაფერი ძველი ცუდი არ არის, ახალი კი თავისუფლება, ევროპისკენ სწრაფვა და განათლებაა.

ადამიანთა ერთი ნაწილი რუსეთის „მამა-შვილობაზე“ საურობს, მეორე ნაწილი კი აკვირდება რა გასაჭირი აქვს ყვეყანას. ამ მიმართულებამ კი საბოლოოდ დაიპყრო ლიტერატურა. ილიას აზრით, ნებისმიერი ადამიანი ჭეშმარიტი ლიბერალიზმის მიმდევარი უნდა იყოს. ყველა, ვისაც შეუძლია, ამ მიმართულებაში უნდა მოიყაროს თავი. სკოლა, ბანკი, თეატრი- მისკენ უნდა იყოს მიმართული. ილია ფიქრობს, რომ მომავალი თაობა ამისთვის უნდა იყოს მზად. ის რაც უკვე გამოცდილი და გამოყენებულია, შეგვიძლია ვუჩვენოთ მომავალ თაობას.



0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა ფრიდონაშვილი
მანანა ფრიდონაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0