x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ვახტანგ(ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა
image

ქართველი მომღერალი, კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ვახტანგ კიკაბიძე დაიბადა თბილისში 1938 წლის 19 ივლისს, 1959-1965წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963წწ. უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი; მღეროდა ანსამბლებში: "დიელო", "რერო";


1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ორერას" სოლისტი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: გია ("შეხვედრა მთაში"), ბენჟამენ ღლონტი ("არ დაიდარდო", 1968), გიორგი მიქელაძე ("მე, გამომძიებელი", 1971), პავლე ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), ვალიკო მიზანდარი ("მიმინო", 1977), ვახტანგი, დავითი, გივი, მუსიკოსი ("იცოცხლე გენაცვალე", 1981), და სხვ.; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმებისა: "იცოცხლე გენაცვალე" (1981), "მამაკაცები და სხვები"(1985).



ვახტანგ კიკაბიძეს გამოცემული აქვს ორი ათეულზე მეტი ალბომი და მინიონი, პირველი შლაგერი, რომელითაც მან მსმენელები დაიპყრო იყო "მეფაიტონეს სიმღერა(1972), რომლის რეკორდული რაოდენობა-1 მლნ, მინიონი(სინგლი) გაიყიდა.ასევე იყო საუნდრეკები ფილმებიდან "ტრიალებს", მე ხომ შენი ლანდი ვარ", "შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი" და რა თქმა უნდა "ჩიტო გვრიტო".


1980 იანი წლებიდან სოლო კარიერის დროს კიდევ ათეულობით შლაგერი ჩაწერა კიკაბიძემ, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, "ასი ქალი" "თბილისური უბნები", "სადღეგეძელო", "ყვავილების მიწა", "ყვავილების ქვეყანა" და სხვა.


2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთის მიერ გადაცემულ მეგობრობის ორდენზე (დაჯილდოების შესახებ ბრძანება ხელი მოეწერა 2008 წლის ივლისში, არტისტის 70 წლის იუბილეზე) გარდა ამისა, კიკაბიძემ გააუქმა საიუბილეო კონცერტები მოსკოვში და განაცხადა, რომ პატივს სცემს რუს ხალხს, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო, მას არ შეუძლია ჯილდოების მიღება და კონცერტების გამართვა.


მას შემდეგ კიკაბიძე რუსეთში კონცერტებით არ ჩამოსულა.


2014 წლის ოქტომბერში უკრაინულ გაზეთ "Сегодня» -სთვის მიცემულ ინტერვიუში კიკაბიძემ განაცხადა, რომ „მე რომ ახალგაზრდა ვიყო, მეც ვიქნებოდი უკრაინაში ახლა და წინააღმდეგობას გავუწევდი, დავიცავდი ქვეყნის ღირსება“, ასევ ეკიკაბიძემ და პრეზიდენტ პუტინს უწოდა „ შავი ძალაუფლების პოლიტიკოსი“ და „დამპყრობელი“.


2015 წლის გაზაფხულზე კიკაბიძემ სოლო კონცერტი გამართა კიევში, სრულიად უკრაინული ტურნეს ფარგლებში. არტისტმა თავისი ორსაათიანიკონცერტი მიუძღვნა ზეციური ასეულის ხსოვნას.


2018 წლის ივნისში, გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში კიკაბიძემ განაცხადა, რომ 1991 წელს ისე იყო აღფრთოვანებული სსრკ-ს დაშლით და ამ მოვლენის საპატივცემულოდ „სუფრაც კი გაშალა“.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სათავეში ჩაუდგა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიას, არჩევნების შედეგების შემდეგ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის VII მოწვევის დეპუტატად.


2022 წლის თებერვალში მან დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.



0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0