x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვიღაც ჩვენს გადასარჩენად იბადება, ზოგი – ჩვენ უნდა გადავარჩინოთ...

image


იყო და არა იყო რა, იყო სამი და. ერთი ძალიან ზარმაცი იყო, მეორე — ბოროტი, ხოლო მესამე — ჭკვიანი, ლამაზი და ხელსაქმის მოყვარული.
ერთ დილით მათ ჭიშკართან ოთხთვალა გაჩერდა. დები გარეთ გავიდნენ, რომ ენახათ თუ ვინ მოვიდა. ოთხთვალაზე მოხუცი ქალი იჯდა.
— ვინ ხართ? — ჰკითხეს მათ ქალს.
— მე, ბედი ვარ. დრო მოვიდა, რომ გათხოვდეთ.
ბედმა დები ეტლში ჩასხა და გასათხოვებლად წაიყვანა.
ისინი პირველ სოფელში შევიდნენ. დაინახეს, რომ მინდორში ახალგაზრდა ბიჭი მიწას ხნავდა და ეტყობოდა, რომ ძალიან ყოჩაღი და გამრჯე იყო. სოფელშიც ამბობდნენ, რომ თუ ვინმეს რამე ჰქონდა გასაკეთებელი, ან ასაშენებელი, დახმარების სათხოვნელად, ყველა მასთან მიდიოდა და ისიც ყველას ეხმარებოდა.

— აი ეს — შენი მომავალი ქმარია, — უთხრა ბედმა პირველ დას.
გადმოსვა ის ეტლიდან, დანარჩენებმა კი, გზა გააგრძელეს.
ისინი შემდეგ სოფელში შევიდნენ. იქ ახალგაზრდა კაცი ცხოვრობდა, რომელიც დახმარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. ის ყველასადმი დიდ სიკეთეს იჩენდა და ხალხსაც უყვარდა.
— აი ეს — შენი მომავალი ქმარია, — უთხრა ბედმა მეორე დას.
გადმოსვა ისიც და მესამე დასთან ერთად გზა გააგრძელა.
შევიდნენ მესამე სოფელში. სულ ბოლო, ძველ და თითქმის დანგრეული სახლის წინ, მთვრალი კაცი იწვა. ბედმა ეტლი გააჩერა და გოგონას უთხრა:
— ეს — შენი ქმარი იქნება.
— მერე რაში მჭირდება?! — თქვა მესამე დამ და ვედრებით შეხედა ბედს. — მე ხომ ძალიან კეთილი და ლამაზი ვარ, ხელსაქმეც მიყვარს... შენ კი, ასეთი საბედო შემირჩიე! ჩემს დებს რა კარგი საქმროები ჰყავთ — რა, ჩემთვის სხვა არავინ არის?
— არის, როგორ არ არის, — უპასუხა ბედმა და დაამატა:

— მაგრამ ეს, შენს გარეშე დაიღუპება!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* "მულენ რუჟის" კულისებში გადაღებული ფოტოები

* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"



2
125
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
125
  
2023, 26 იანვარი, 22:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 იანვარი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2