x
მეტი
  • 30.01.2023
  • სტატია:125290
  • ვიდეო:355875
  • სურათი:498156
შვედეთში აღმოაჩინეს იშვიათი ლითონების მარაგი, რისგანაც მზადდება სმარტფონები და მანქანები

image


შვედურმა სამთო კომპანია LKAB-მა განაცხადა, რომ შვედეთის არქტიკულ რეგიონში აღმოაჩინა მილიონ ტონაზე მეტი იშვიათი რესურსი, რომელიც გამოიყენება სმარტფონების, ელექტრო მანქანების, ქარის ტურბინებისა და დინამიკების დასამზადებლად.


ეს არის ევროპისთვის უდიდესი მარაგი, რის გამოც ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ჩინეთსა და რუსეთს გამოწვევას მოუტანს.



image

კირუნაში მდებარე, მსოფლიოში უდიდესი რკინის მაღარო




Luossavaara-Kiirunavaara Aktiebolag (LKAB) არის მთავრობის საკუთრებაში არსებული შვედური სამთო კომპანია, რომელიც ამუშავებს რკინის საბადოს კირუნასა და მალმბერგეტში, ჩრდილოეთ შვედეთში. კომპანია დაარსდა 1890 წელს და 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია 1950-იანი წლებიდან.

სწორედ კირუნაში, ქვეყნის ჩრდილოეთში, შვედეთისა და ფინეთის საზღვარზე მდებარეობს მსოფილიოში ყველაზე დიდი რკინის მადნის მაღარო, რომელიც ეკუთვნის LKAB-ს.



აქამდე იშვიათი დედამიწის ელემენტები ევროპაში არ მოიპოვებოდა და კონტინენტი დამოკიდებული იყო იმპორტზე.


LKAB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან მოსტრომმა თქვა: „ეს არის კარგი ამბავი არა მარტო კომპანია LKAB-ისთვის, ან რეგიონისა და შვედეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისა და კლიმატისთვის. ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სამშენებლო ნაწილი კრიტიკული ნედლეულის წარმოებისთვის, რაც აბსოლუტურად გადამწყვეტია მწვანე გარდამავალი პერიოდის გასააქტიურებლად".



იშვიათი დედამიწის მინერალების აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად მოიპოვება ჩინეთში, სადაც მზადდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტექნიკები.


შვედეთის ენერგეტიკის მინისტრის ება ბუშის თქვით, ეს აღმოჩენა საკმარისი იქნება ევროპისთვის, რომ აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთსა და ჩინეთზე.


თუმცა, კომპანიის განმარტებით მინიმუმ 10-დან 15 წლამდე დასჭირდება, სანამ ეს პროსი დაიწყება და გაზარზე ევროპული იშვიათი ნედლეული გამოჩნდება.




imageქალაქი კირუნა, ფოტო ვიკიპედიიდან





4
261
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
261
  
21 იანვარი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 იანვარი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

17 იანვარი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 იანვარი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4