x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ ატირდა პატარა ბიჭუნა "ნაპოლის" ბაზაზე, რომელსაც ქართულად დაწერილი ტრანსფარანტი ეჭირა?
imageSpazio Napoli-იმ გაავრცელა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი კლუბ "ნაპოლის" ბაზასთან დგას ტარნსფარანტით ხელში, სადაც ლათინური ასოებით ქართულად წერია თხოვნა ხვიჩას მიმართ აჩუქოს მაისური.



ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:


“აუ, გული დამეწვა. ეს ნეაპოლელი ბავშვია. დღეს “ნაპოლის” ბაზასთან სპეციალური ბანერით მივიდა, რომელზეც ლათინური ასოებით ქართულად ეწერა: “ხვიჩა, შენ ხარ ძლიერი. ძალიან გთხოვ, მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი”.


ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ შეამჩნია და ატირდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ ამბავს გაიგებს და აუცილებლად გადასცემს მაისურს”.




შეგახსენებთ, სერია A-ს მე-18 ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.


ხვიჩა კავარცხელია ტურინულ გუნდთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!” – წერს ხვიჩა ინსტაგრამის პირად გვერდზე.

image


4
448
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
2023, 20 იანვარი, 22:32
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 19 იანვარი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 იანვარი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 იანვარი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4