x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რა უნდა ვიცოდეთ ყიდვა–გაყიდვის შესახებ, რომ არ მოვტყუვდეთ?.. და სხვა სასარგებლო რჩევები

image


ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა და ერთი მეორეს უყვება:
— ცოტა ხნის წინ, პატარა სპილო ვიყიდე. ახლა ჩვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა: ის ისეთი საყვარელია, ბავშვებს ზურგით ასეირნებს, ხორთუმით ბუჩქებს რწყავს, სახლშიც გვეხმარება, ცოლს მოსწონს, ბავშვები აღფრთოვანებულები არიან...
— მომყიდე, — სთხოვა მეორემ.
— არა, არ შემიძლია. ის უკვე ოჯახის წევრივით არის.
— ძალიან გთხოვ, — დაყოლიება დაუწო, ყიდვის სურვილით ანთებულმა მეგობარმა.
— კარგი წაიყვანე!
ერთი კვირის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:
— აბა, რა ხდება? — დაინტერესდა სპილოს ყოფილი პატრონი.
— ყველაფერი ძალიან ცუდად არის: ბევრს ჭამს, მთელი ბუჩქები გაგვიგლიჯა, ბავშვები შეშინებულები არიან, ცოლი ისტერიკაშია…
— ჰო, ასეთი განწყობით, შენ სპილოს ვერ გაყიდი — დაასკვნა სპილოს ყოფილმა პატრონმა.


***


კაიროში, მეჩეთის სიახლოვეს, ორი მათხოვარი იჯდა. თითოეულის წინ ჭიქა იდგა, ხურდა ფულისთვის და ორივეს დაფა ჰქონდა. ერთს ეწერა: «დაეხმარეთ გაჭირვებულ ებრაელს», ხოლო მეორეს: «მოწყალე ალაჰის სახელით, დაეხმარეთ არაბს, რომელიც ისრაელთან ბროლის დროს, დაიჭრა».
მეჩეთიდან გამოსულები, დემონსტრაციულად ჩაუვლიდნენ ხოლმე ებრაელს და მონეტებს არაბს აძლევდნენ.
ერთი ტურისტი, რომელმაც ებრაელის წინ მდგარი ცარიელი ჭიქა დაინახა, მივიდა და უთხრა:
— მომისმინე, წარწერა შეცვალე, თორემ მშიერი დარჩები — დაწერე, რომ არაბი ხარ.
როდესაც გამვლელი წავიდა, ებრაელი მიბრუნდა თავის მეზობლისკენ და უთხრა:
— გესმის, იზი (ებრაული სახელი)? ეს ტიპი გვასწავლის, ჩვენ კომერციას!


***


ორი ბაყაყი, როდესაც მათი ჭაობი დაშრა, ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად, წავიდა. მივიდნენ ისინი ერთ ჭასთან. ერთს დიდ ხანს არ უფიქრია და შიგნით ჩახტა. ხოლო მეორემ თქვა:
— ამ ჭაშიც რომ დაშრეს წყალი, იქიდან როგორ ამოვალთ?
მორალი: არასოდეს უნდა მოკიდოთ ხელი საქმეს, ვიდრე ყველაფერს კარგად არ გაანალიზებთ.


***


ერთხელ, ერთმა ადამიანმა, მეფეს საჩუქარი მიუტანა. მაგრამ, ამ საჩუქარმა მეფე კი არ გაახარა, პირიქით – დაამწუხრა.
— რამ დაგაღონათ? — ჰკითხეს მას.
— როგორ არ უნდა ვწუხდე? – უპასუხა მეფემ – ამის შემდეგ, ამ ადამიანს, როგორიც არ უნდა, ძვირად ღირებული საჩუქარი ვაჩუქო, ის ჩათვლის, რომ მე ამას მადლიერების ნიშნად ვაკეთებ, მისი მიერ მორთმეული საჩუქრის გამო — მეფემ იმაზე ადრე უნდა აჩუქოს საჩუქარი სხვას, ვიდრე მას აჩუქებენ.


***


ერთხელ ქმარმა უთხრა ცოლს:
— მე ბევრს ვიმუშავებ და როგორმე, გავმდიდრდებით.
— ჩვენ უკვე მდიდრები ვართ, ძვირფასო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს... და ოდესმე, ფულიც გვექნება, — უპასუხა ცოლმა.


***


ერთ ფილოსოფოსს ქალიშვილი ჰყავდა. მისი გათხოვების დრო რომ მოვიდა, ორი მთხოვნელი გამოუჩნდა: ღარიბი და მდიდარი. ფილოსოფოსმა შვილი ღარიბს მიათხოვა.

როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, უპასუხა:
— მდიდარი საქმრო დიდი გონიერებით არ გამოირჩეოდა და ვიფიქრე, რომ მალე ქონებას დაკარგავს. ხოლო ღარიბი, ჭკვიანი იყო — და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, გამდიდრდება...


***


მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა.
— ვისთან წახვალ?
— ჰკითხა ღმერთმა მას.
— წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, — უპასუხა მან.
— ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია? შენ კი, ზარმაცთან მიდიხარ?
იღბალმა კი, უპასუხა:
— მართალია, მაგრამ შრომისმოყვარე, თვითონ მიპოვის.


***


მოხუცი კაცი სიკვდილის პირას იყო. მან თავის ვაჟს დაუძახა და უთხრა:
— მე შენ ჩემი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, რადგან ჩემი სიკვდილი შორს აღარ არის. მისმინე, ყოველთვის ორი რამ გახსოვდეს — სწორედ ამის წყალობით მივაღწიე მე წარმატებას. ვინმეს თუ რამეს დაჰპირდები, — მიცემული სიტყვა, აუცილებლად შეასრულე და მეორე — არასოდეს, არავის, არაფერი დაჰპირდე.


***


აღმოსავლეთში ერთი ბრძენი ცხოვრობდა, რომელიც თავის მოსწავლეებს ასე მოძღვრავდა:
«ხალხმა შეურაცხყოფა, სამი ხერხით შეუძლია მოგაყენოთ. მათ შეუძლიათ თქვან, რომ სულელი ხარ, შეუძლიათ მონად მოგიხსენიონ, შეუძლიათ თქვან, რომ უნიჭო ხარ. თუ ასეთი რამე, რომელიმე თქვენგანს შეემთხვა, გაიხსენეთ უბრალო ჭეშმარიტება: მხოლოდ სულელი უწოდებს სხვას სულელს, მხოლოდ მონა ეძებს სხვაში მონას, მხოლოდ უნიჭო ხსნის სხვისი სიგიჟით იმას, რასაც ვერ იგებს. ამიტომ, არასდროს, არაფერი გეწყინოთ და თქვენც ნურავის მიაყენებთ შეურაცხყოფას, რომ უნიჭოს, სულელის და მონის სახელი არ დაიმკვიდროთ».


image

არხის სხვა სიახლეები:


* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!

* მამაკაცების ჰარემი იმპერატორი ქალისთვის

* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე

* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს

* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)

* ცხოვრების გაკვეთილები

* საოცარი დამთხვევები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში იყო



2
133
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
133
  
2023, 20 იანვარი, 22:38
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 17 იანვარი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2