x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჭაობებში აღმოჩენილი ნეშთები აჩვენებს როგორი იყო პრეისტორიული ადამიანის სისასტიკე
ჩრდილოეთ-დასავლეთ ინგლისში, ჩეშირის საგრაფოში 1984 წელს ტორფის საჭრელმა ჭაობში ადამიანის ნეშთი აღმოაჩინა.

ის ეკუთვნოდა კაცს, რომელიც სასტიკი სიკვდილით მოკვდა დაახლოებით 2100 წლის წინ. კარგად შემონახული მუმიის გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას დარტყმის კვალი ჰქონდა თავის არეში და ჯერ კიდევ მის კისერზე შემოხვეული გრეხილი, შესაძლოა გაროტაც კი ყოფილიყო.


ეს ნეშთი, რომელსაც ლინდოუს კაცი ჰქვია (ასე უწოდებენ რკინის ხანის ადამიანს, რომელიც ნაპოვნია ჭაობებში) ინახება ლონდონის მუზეუმში და ყველაზე ცნობილია ევროპის, დაახლოებით 2000 „ჭაობიანი სხეულებიდან“, რაც არის მუმიები და ჩონჩხები, რომლებიც აღმოჩენილია ირლანდიის, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, გერმანიის, სკანდინავიის, პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ტერიტორიის ტორფსა და ჭაობებში.


სხეულები ხშირად შესანიშნავადაა დაცული ჭაობების მაგარი, მჟავე პირობებისა და ორგანული ნაერთების წყალობით. რაც წარსულის ამაღელვებელ სურათს ცხადად იძლევა. არქეოლოგები სწავლობენ მათ კანს, ძვლებს, ტანსაცმელს, ნივთებს და ზოგჯერ მათ ბოლო კვებასაც კი.


imageდანიაში აღმოჩენილი ჭაობის სხეულის თავის ქალასა და მკერდში ძვლის ისრის პირები იპოვეს


imageეს არის ლინდოუს კაცის გაქვავებული ნეშთი ბრიტანეთის მუზეუმში




როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები ჭაობებში? ზოგი მათგანი სასტიკადაა მოკლული, მაგალითად დანიაში აღმოჩენილი ჭაობის სხეულის თავის ქალასა და მკერდში ძვლის ისრის პირები იპოვეს.

ისტორიკოსები და მეცნიერები თვლიან რომ სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა ამას. შეიძლებოდა გაქურდეს და მოკლეს რაიმე სახის კონფლიქტის დროს, ან გადალახეს რაიმე სახის სოციალური საზღვარი - შესაძლოა ისინი იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს, ან ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს თვითმკვლელობა ან მრუშობა.


ახლახანს მკვლევარებმა ჩაატარეს ჭაობის სხეულების პირველი ყოვლისმომცველი გამოკვლევა - დაკრძალვის ტრადიცია, რაც მათი აზრით, 7000 წელიწადს გაგრძელდა.


სამი სახის ჭაობის სხეულის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცხედრების ჭაობებში დაკრძალვა ღრმა ფესვგადგმული ტრადიცია იყო, რომელიც ათასობით წლებს ითვლის. როგორც ჩანს, ეს ფენომენი სამხრეთ სკანდინავიაში დაახლოებით 7000 წლის წინ გაჩნდა და თანდათან გავრცელდა ჩრდილოეთ ევროპაში.


მკვლევარების ჯგუფმა შეძლო დაედგინა 57 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, 45 შემთხვევაში კი სიკვდილი ძალადობრივი იყო. ძალადობრივი სიკვდილიანობის ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა ორ ვადაში: ძვ.წ 5200-დან 2800 წლამდე და 1000-დან 1100 წლამდე.


ყველაზე ახალგაზრდა აღმოჩენები, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან, აჩვენებს, რომ ტრადიცია გაგრძელდა შუა საუკუნეებში და ადრეულ თანამედროვე დროში. რკინის ხანა და რომაული ეპოქა, ძვ.წ 1200 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 500 წლამდე. ზოგადად ეს პერიოდი აღიქმება, როგორც ჭაობის სხეულის ფენომენის პიკი.


ისტორიკოსების აზრით ეს ყველაფერი ღირებული კულტურული არქივებია, რომლებიც გვაძლევენ მაღალი ხარისხის მტკიცებულებებს ადამიანის ქცევის შესახებ ათასწლეულების განმავლობაში.






2
504
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
504
  
2023, 13 იანვარი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 13 იანვარი, 18:41
ადამიანის სისასტიკეში არაფერი შეცვლილა რა სასტიკიც იყო მაშინ ისაა დღესაც, უბრალოდ თანამედდროფეობაში აიფონის ხმარება ისწავლა.
0 1 2