x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134041
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯვრისწერის ტრადიციები ხევსურეთში ...1907 წელი

1907 წელი ჯვრისწერა ხევსურეთში, სოფელი ბარისახო.
ხევსური ქალები გვიან თხოვდებოდნენ 25-35 წლისა.გათხოვება არ ეჩქარებოდათ, რადგან ეროტიულ გრძნობებს ისინი სწორფერობით იკმაყოფილებდნენ და დედ-მამის კერა უფრო ტკბილი იყო ვიდრე ახალი ოჯახის ტვირთის აკიდება. დანიშნული ქალის გათხოვებას მამა არ ჩქარობდა.თუ ოჯახში მუშა ქალი არ ჰყავდათ მაშინ სასიძოს აცდევინებდნენ, სანამ რძალს არ მოიყვანდნენ, რადგანაც ხევსურის საოჯახო მეურნეობა უმთავრესად ქალის შრომაზეა დამყარებული.ზოგჯერ დანიშნული ქალი ოჯახში 2-3 წელი რჩებოდა.ყოველ წელიწადს დანიშნული საქმროს ძმამ ან მამამ ბედის კვერით უნდა მოეკითხა პატარძალი და ეს კვერი მარტო პატარძალს უნდა შეეჭამა.ქალის მშობლებს არ შეეძლოთ დანიშნული ქალი სხვაზე გაეთხოვებინათ.ვაჟის მშობლებს შეეძლოთ შური ეძიათ ამისათვის.ვაჟის მშობლებს კი ნება ჰქონდათ დანიშნული ვაჟისთვის სხვა ქალი შეერთოთ.ქალის ოჯახი ვერ უმტრობდა.
ხევსური ერთ წლამდე შვილს არ იყოლიებდა. თვალ-ყურს ადებნებდა ცოლს თუ მოეწონებოდა შვილსაც იყოლიებდა და თუ არა და დაითხოვდა.ხევსურეთში ქალის მზითები არ იცოდნენ.პატარძალს მხოლოდ თავისი სათავნო მიჰქონდა ერთი ან ორი ძროხა.მისი ნამატი ქალს ეკუთვნოდა.ხევსური ქალი რჩენისა და შენახვის მიზნით არ თხოვდებოდა.ის ეკონომიურად ქმარზე ნაკლებად იყო დამოკიდებული.უსიამოვნების დროს ადვილად ტოვებდა ქმარს და მის ოჯახს, უბრუნდებოდა მამის სახლში და ხელ- მეორედ თხოვდებოდა.ქალს მთხოვნელი მუდამ ჰყავდა.ზოგი ქალი 5-6-ჯერაც კი თხოვდებოდა.ქვრივ ქალს, მკვდრის ცოლს, არ შეუძლია წლის თავამდე გათხოვდეს.ქვრივ ქალს ხევსურეთში არ ეტანებიან რადგან ის იღბალ გაცურებულია...
image
0
361
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0