x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თალიბებმა პირველი ავღანური სუპერკარი შექმნეს(ვიდეო)
image

ავღანური "მერანი" უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე ამერიკული, განაცხადა რადიკალური ისლამური მოძრაობის წარმომადგენელმა, გვარად მუჯაჰიდმა.



ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის წარმომადგენელი ზაბიულა მუჯაჰიდი სოციალურ ქსელში სიამაყით აქვეყნებს პირველი ავღანური სუპერკარის პროტოტიპს სახელად Mada 9 და ამბობს, რომ მისი დამზადება მისი ქვეყნის სიამაყეა. ადგილობრივი ტელეარხი ToloNews იუწყება, რომ მანქანის შექმნაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ქაბულის პროფესიული ინსტიტუტის (ATVI) 30 ინჟინერი.


სუპერმანქანის ტექნიკური დახასიათება არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მანქანაში დამონტაჟებულია მოდიფიცირებული Toyota Corolla ძრავა. ასევე, შემქმნელები გეგმავენ ავტომობილის ელექტრო ტრანსმისიით აღჭურვას.



Mada 9-ის კორპუსი დამზადებულია მსუბუქი კომპოზიტური მასალისგან, ხოლო ძრავის აგრეგატი, მძღოლის ქვეშ არის დაყენებული. დადის ჭორები, რომ სუპერმანქანა ნაწილობრივ მიიღებს ყველგანმავალის მახასიათებლებს და ის მოერგება ქვეყნის მთიან ლანდშაფტს.



ATVI-ის ხელმძღვანელმა, ჰაიდარ შაჰამატმა განაცხადა, რომ ავღანური სუპერმანქანის პროტოტიპს მალე სავალი თვისებების ტესტირება ჩაუტარდებათ.


მანქანის შემქმნელებს მსოფლიო ბაზარზე შესვლის იმედი აქვთ. შახამატის თქმით, „მიმდინარეობს ძალისხმევა, რომ მანქანა საერთაშორისო გამოფენებზე აჩვენონ“.

1
702
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
702
  
2023, 13 იანვარი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1