x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
აღმოჩენილია ჯეკ მფატრავის სავარაუდო გამოსახულება
image

ეს იდუმალი კრიმინალი გამოჩნდა და უცებ გაუჩინარდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ის კლავდა ქალებს, რომელთა რიცხვი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს 5-დან 11-მდე. ამ დღემდე ამოუცნობი სერიული მკვლელის ვინაობა კვლავ მოსვენებას არ აძლევს პროფესიონალებს თუ დეტექტივის მოყვარულებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ მინიშნებები ამ საქმეში უკვე 130 წელზე მეტია.


ახლახან გამოჩნდა მოულოდნელი მტკიცებულება, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს დღემდე უცნობი ფსიქოპატის გარეგნობას. ფაქტია, რომ არქივისტებმა აღმოაჩინეს ხელჯოხი, რომელიც ფრედერიკ აბერლაინს ეკუთვნოდა. 1888 წელს ის მსახურობდა ლონდონის პოლიციის მთავარ ინსპექტორად და ხელმძღვანელობდა გამოძიებას.


ხელჯოხი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა ბრამშილის პოლიციის კოლეჯში (ჰემფშირი) და ვარაუდობდნენ, რომ 2015 წელს დაწესებულების დახურვის შემდეგ იგი სამუდამოდ დაიკარგა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა: აქსესუარი, სხვა ნივთებთან ერთად, გადაიტანეს რეიტონში მდებარე საწყობში და იქ ინახებოდა ბოლო დრომდე.


image




ხელჯოხი აღმოაჩინა ენთუზიაზმით შეპყრობილმა ორმა თანამშრომელმა, როდესაც ნიტებს ახარისხებდნენ. სახელურზე ჩუქურთმა ნამდვილად მე-19 საუკუნისა. და შესაძლოა, აბერლაინი უფრო ახლოს იყო საიდუმლოს ამოხსნასთან, ვიდრე აქამადე მიაჩნდათ. მაგრამ მან უბრალოდ ვერ შეაგროვა საკმარისი ნივთმტკიებულებები, რათა დამნაშავე პასუხისგებაში მიეცა.


ამიტომ აბერლაინმა, სამახსოვროდ, ეს ხელჯოხი შეუკვეთა, რომ ამ ადამიანი-ურჩხულის სახე ყოველთვის თვალწინ ჰქონოდა და არ წაიშალოს მის მეხსიერებიდან.იქნებდა კიდევ ყოფილიყო ყველაფრის შეცვლის შესაძლებლობა?



სხვადასხვა დროს ეჭვობდნენ, რომ ჯეკ მფატრავი იყო მონტაგუ ჯონ დრუიტი, აარონ კოსმინსკი და დოქტორ ფრენსის ტამბლეტი და ისეთი ცნობილი პიროვნებებიც კი, როგორებიცაა პრინცი ალბერტი და "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ს ავტორი ლუის კეროლი.


შეუძლებელია დაამტკიცო ან უარყო, რომ ხელჯოხზე სახე ნამდვილად ეკუთვნის ჯეკ მფატრავს.



მაგრამ დღევანდელი დღისთვის, ეს არის ერთადერთი უცნაური მტკიცებულება - ვიქტორიანული ეპოქის მოუხელთებელი კრიმინალის გამოსახულებით, რომლის სისასტიკემ ხელი შეუწყო სასამართლო კრიმინალისტიკის განვითარებას და იმ პოლიციის ფორმირებას, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

1
244
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
2023, 13 იანვარი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1