x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
14 ისტორიული ფოტო, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

image

როგორც ჩანს, ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენაზე დაფუძნებული ფილმის ერთდროულად გადაღება უბრალოდ არარეალურია, ან რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ის? წელიწადს? უფრო მეტს? ისე, საინტერესო იქნებოდა ისტორიის არა მხოლოდ შესწავლა, არამედ მისი "განცდაც". ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნებოდა იმის გაგება თუ როგორც ცხოვრობდნენ წარსულში ადამიანები, რითი სუნთქავდნენ, რა ამოძრავებდათ, რა ახარებდათ, რა ადარდებდათ. შესაძლოა, ერთ დღესაც რომელიმე ენთუზიასტმა რეჟისორმა მთელი ისტორიის მასშტაბური ეკრანიზაციაც კი შემოგვთავაზოს, თუმცა სანამ ეს მოხდება ისღა დაგვრჩენია ისტორიას მხოლოდ ფოტოებით გავეცნოთ, ეს კადრები შეიძლება იყოს 100 ან 20 წლის წინანდელი, თუმცა დამთვლიერებლისთვის თითოეული მათგანი ერთნაირად საინტერესო და მრავლისმთქმელია. წარმოგიდგენთ 14 უნიკალურ ფოტოს, რომელიც წარსული ეპოქის ყველაზე უჩვეულო კუთხეებში გამოგზაურებთ.


image


სტრიკერი "ტვიკენჰემის" სტადიონზე ინგლის-საფრანგეთის რაგბის ფინალის დროს, 1974 წელი


image


ფოტო ლაკონურია, თუმცა სიტუაციის ყველა ემოციას გადმოსცემს: კაცი, ხე და ქარიშხალი, ბრუკლინი, 1954 წელი


image


დილა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში გამართული სტუდენტური მეჯლისის შემდეგ, 1983 წელი


image


მსახიობი სონია რომანოფი პაპარაც, რინო ბარილარს ცუდი ფოტოსთვის სახეში ნაყინით "უმასპინძლდება", 1966 წელი



image


ქალი პარიზის სხვენში ღუმელთან თბება, 1950 წელი


image


პირის მოპარსვა ყველგან მოსულა - პარიზში, სენის ნაპირზეც კი, ფოტო გასული საუკუნის შუა ხანებშია გადაღებული


image


როგორი იქნებოდა ჩიკაგო, იქ "რუსული" ზამთარი რომ სცოდნოდა, 1950 წლის ქარბუქი


image


ახლა დამსვენებლები პლაჟზე ფოტოებს მაიმუნებთან იღებენ, ადრე კი ფოტოსესიის მოწყობა აქლემთანაც კი იყო შესაძლებელი, ინგლისი, 1963 წელი


image


ფანები ამსტერდამში ველორბოლის დროს, 1950 წელი, ასაკის მიუხედავად ყველა მათგანი ერთნაირად ღელავს


image


ფრიდა კალო მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილი, 1924 წელი, მექსიკელი ფერმწერი მისეული, ორიგინალური სტილის შეგრძნებით გამოირჩეოდა


image


"მონა ლიზა" მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ევაკუაციის შემდეგ საბოლოოდ, ლუვრში ბრუნდება


image



ცნობილი ფილმისთვის "შვიდი წლის თავზე" მერლინ მონროს მონაწილეობით ლეგენდარული სცენის გადაღებისას, 1954 წელი


image


იაპონური ავიამზიდი "ზუიკაკუს" ეკიპაჟი გემის ჩაძირვის დროს დროშას საზეიმოდ უშვებს, 1944 წელი


image

საფრანგეთში, გილიოტინის მეშვეობით ბოლო სიკვდილით დასჯა ასევე აღმოჩნდა ფირზე, დაახლოებით 1939 წელი





0
1113
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1113