x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს...
image
"ლოცვას დიდი ძალა აქვს"
– საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი ძლიერი სისხლდენით, სპაზმური მწვავე მუცლის ტკივილებით მიიყვანეს,
იმდენად აუტანელი ტკივილი ჰქონდა საბრალო ქალს რომ მისი კივილის ხმა ელვაჭექასავით ისმოდა არემარეში.
********************
მუცლად მყოფ ბავშვის შენარჩუნება ვერ მოხერხდა,
ვწუხვარ, მცდელობით, თავი არ დაგვიზოგავს მაგრამ, ვერაფრი გავაწყეთ.
ჩემი მეუღლე როგორაა ექიმო?
ამ წუთას ანესთეზიის ქვეშ იმყოფება, ალბათ წუთი წუთზე მოვა გრძნობაზე უპასუხა ექიმმა.
*******************
დედის გადარჩენაზე უფრო მეტად იბრძოლა ექიმმა, როცა არჩევანის გაკეთების წინაშე დადგა, დედის გადარჩენა არჩია.
ახალგაზრდა ქალს მალევე გააგებინეს რომ ბავშვის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს, დედის მდგომარეობა ემოციურად მძიმე იყო.
*********************
ჩვენ აუცილებლად გვეყოლება შვილი, გთხოვ არ იტირო არ ინერვიულო, მე შენი სიცოცხლე ეხლა მეტად მჭირდება ვიდრე შვილი.
უშენოდ არც შვილი მინდა და არც ეს სამყარო.
ტკივილს მოერიე საყვარელო.
თავი ხელში აიყვანე გთხოვ.
ტელეფონით ემუდარებოდა და ამშვიდებდა მარიტას ვატო.
*******************
საავადმყოფოს ეზოში ჩქარი ნაბიჯებით, გაგეშებული,
ნაწვიმარ გუბეებს მიაკვლევდა, საყვარელი მეუღლის დაკარგვის შიში და პირველი შვილის, ოჯახის ჯაჭვის ახალი საწყისი.
ყურში ჩაესმოდა ხმა,
"აღარ გეყვარები? შვილი რომ დავკარგე ჩემი ბრალი არ არის, ნუ მიმატოვებ ვატო, ისევ გვეყოლება შვილს ისევ გაგიჩენ სახლს აგივსებ, აი ნახავ.
მე მჯერა ღმერთის"
*********************
ქალი გულამოსკვნილი ქვითინებდა.
როდის მოხვალ?
აღმოხდა ქალს და საბნის ქვეშ ცრემლიანმა გაიტრუნა.
მოკუნტული მუხლებს შორის ჩაერგო მკლავები, დაეხარა თავი და ბნელ უჰაერო დაწოლის წყვდიადში იწვა.
– _
დამშვიდდი უკვე საავადმყოფოში ვარ ექიმს შევუვლი მალევე მოვალ, მე აქ შენთან და სულ ასე იქნება მარი.
ტელეფონი გათიშა.
**********************
"ორი თვის შემდეგ"
– შვილი ისევ გვეყოლება ხომ ექიმო?
სევდიანი მზერით ახედა ექიმს ვატომ.
– თქვენ კი, რამდენიც გინდათ,
ოღონდ სამწუხაროდ გოგონას არა.
– რა?
– ის თქვენი მეუღლეა ხომ?
– დიახ ექიმო.
– ნუ ვეტყვით ჯერჯერობით ნურაფერს ამჟამინდელი მდგომარეობა ამისთვის მეტად სახიფათოა.
– კარგით, როგორც საჭიროა ისე მოვიქეცი,
მაგრამ, მას სწამს რომ შვილი ისევ გვეყოლება.
– საშვილოსნოს ყელში, ირგვლივ აქვს სიმსნივნური წარმონაქმნები.
მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა,
ამიტომ მე ვერაფერს იმედს ვერ მოგცემთ.
– ჰო, მარა მას სწამს ექიმო, იმ ავბედითი დღის შემდეგ რაც შვილი დავკარგეთ ორი თვე გავიდა, დეპრესია გადალახა.
ეხლა ძალიან ძლიერი, იმედით და რწმენით სავსეა.
მე ვერ გადავუწურავ იმედს, გთხოვთ ნუ ეტყვით რომ შვილი არასოდეს ეყოლება, ნურც იმას რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
მან ხომ იცის ექიმო სიმსივნე რომ აქვს, განა თქვენ არ უთხარით?
თუმცა მას სწამს რომ, იცოცხლებს.
სწამს რომ განიკურნება.
ექიმი სდუმდა.
მხოლოდ ამას გთხოვთ ნუ წაართმევთ რწმენას, იმედს, თუნდაც იყოს ფუჭი.
მას ახლა ეს ძალიან სჭირდება.
– კარგი. დაეთანხმა ექიმი.
– ხვალ კონტროლზე მოვალთ, მას შენი ისე სჯერა რომ, ვერ წარმოდგენთ.
ამბობს რომ ღმერთის, შემდეგ თქვენი იმედი აქვს.
– ______
– ის სულ ლოცულობს, მითხრა ჩემს ღმერთს ვესაუბრები, ის მაძლევს რწმენას და იმედსო.
მას სჯერავს მისი ღმერთის ექიმო.
მას მთელი გულით სჯერა იმის რასაც ამბობს, უდრეკი რწმენა აქვს.
– მისი ღმერთი რას ნიშნავს?
ღმერთი ერთია და ის ყველასია.
– არა, ცდებით ექიმო.
ღმერთი იმისაა ვისაც სწამს მისი არსებობის, ვისაც ეიმედება მისი მკლავი,
ვისაც სჯერა ის რომ, სასწაული ხდება. როცა გულით გწამს მისი არსებობა და არა იმას ვისაც უბრალოდ სიტყვებით ამბობს, რომ მისიცაა ღმერთი.
ექიმი დაფიქრდა დიდი ლოგიკა იყო ამ სიტყვებში.
*************************
ყოველ დღე, ყოველ ღამე ლოცულობდა მარიტა და ღმერთს სიცოცხლეს და შვილს სთხოვდა.
"ღმერთო ჩემო, გთხოვ ნუ მიმატოვებ,
მომეცი ძალა, დამეხმარე გადავლახო ეს ტკივილი, მე მჯერა ჩემს ტკივილის სიხარული ჩაანაცვლებს შენი კურთხევით, დიდებულია შენი სიყვარული ჩემო ზეციერო მამავ"
– ________
განა იმას კი არა რომ, მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ეთხოვა ღვთისთვის შვილი, არა, ის ერიოდულად ორ სიცოცხლეს ევედრებოდა ღმერთს.
*******************
ექიმმა კონტროლის შემდეგ, ნაღვლიანი სახის მიმიკებს, ძლივს მოერია, შეეცდა არ დასტყობოდა, ძალა მოიკრიბა ტყუილის სათქმელად რადგან ქმარის თხოვნას ასეთი პირობა დაუდო.
– ________
– ეს დანიშნულება მიიღე, ერთი თვის წამალია.
ასე გაიმეორებ სამ კურსს.
მერე ისევ მოხვალ და შევხედავთ როგორ ვითარდება მკურნალობა.
– კარგი?
– კარგი ექიმო, მიუგო მარიტამ.
მარიტას სევდიან თვალებში, მოჩანდა იმედის პატარა მარცვალი,
თითქოს უბრწყინავდა ცრემლში ჩამალული თვალები, რომელსაც სველი წამწამები მარაოსავით ეფახურებოდნენ.
– ______
დაემშვიდობა ცოლ ქმარი ექიმს და გახარებულები საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავიდნენ.
მარიტა ასცქეროდა ცას, ოდნავ გაპობილი ბაგე რომელიც საოცარად უხდებოდა.
ვატოს ვითომ სიხარული ხელოვნური იყო რა თქმა უნდა მაგრამ,
მარიტას გამო ეგ კი არა, სიცოცხლესაც დათმობდა.
*************************
დანიშნული წამლები ბოლომდე მიიყვანა მარიტამ, მას ქმრის სიყვარული, ნუგეში და ყურადღებაც ეხმარებოდა ამ სასტიკ დაავადებასთან ბრძოლაში, არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა, არც იმედი დაუკრგავს ღმერთის.
საყვარელი ადამიანები ედგა გვერდით,
ისინი ერთად იდგნენ ბრძოლის ველზე.
– ___________
ყოველთვის იმეორებდა რომ, ის დედა აუცილებლად გახდებოდა და უფრო მეტიც ის დაავადებასაც დამარცხებდა რადგან მას ზურგს უზენაესი ღმერთი უმაგრებდა.
**********************************
გავიდა ერთი თვეც და მოვიდა ვიზიტის დრო, ცოლქმარი წავიდნენ ისევ ექიმთან, ვატომ როგორც წინა თვეს, მსგავსად იმისა წინასწარ გააფრთხილა ექიმი, თამაში გრძელდებოდა.
– _____
კონტროლის დასრულების შემდეგ, ფოიეში ელოდა ვატო მარიტას,
გაოცებული ექიმი დერეფანში გამოვიდა, ის მარტოდ იყო,
ექიმი პირდაპირ დერეფნით წამოვიდა
სადაც ვატო იჯდა და ელოდებოდა, ცუდი ამბის მოლოდინში ალეწილი სახით და დაღლილი თვალებით.
– ________
– ექიმი მიუახლოვდა თუ არა, გაღიმებული სახით შედგა.
– გილოცავ,
– რას მილოცავთ?
ანუ ჩემმა ცოლმა დაამარცხა კიბო?
– შენი ცოლი ორსულადაა,
მის საშვილოსნოს სადაც სიმსივნის წარმონაქმნები იყო, თითქმის არაფერია დარჩენილი,
– რააააა?!!
– ჰო, რამე თუ უხილავდა არის, რომელიც არ ჩანს, მშობიარობა განკურნავს და გამოდევნის გარეთ.
თქვენი ცოლი ერთი თვის ორსულია.
ექოსკოპია გადავუღე, ვიფიქრე სიმსივნური კისტა არის მეთქი, უტყუარია, ტესტიც ჩავატარეთ.
– ________
ვატოს რეაქცია არ ყოფილა ყვირილი, სიცილი ან რაღაც მსგავსი.
ემოცია იმდენად ძლიერი იყო რომ, თავს ვეღარ მოერია და ხმამაღლა ატირდა.
აღარ იცოდა როგორ გამოეხატა სიხარული, გააქვავა უეცარმა ამბავმა ბედნიერი იყო ვატო,
უბედნიერესი წუთები ედგა მას.
სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა.
გაოგნებული უსმედდა ექიმს.
ღმერთო ჩემო სასწაულებიც ხდება თურმე.
***********************
რწმენას დიდი ძალა აქვს, დიახ დიდი ძალა,
ლოცვა რომელიც ღმერთან მიდის ის უნდა მიდიოდეს რწმენით გულიდან ზეცას.
მარიტა აბსოლიტურად განიკურნა და ის ერთი წლის თავზე ისევ გახდა დედა.
(მორალი)
ლოცვას დიდი ძალა აქვს ის მთებს დაძრავს მაშინ, როცა გწამს ამ მთების შემქმნელის არა ენით, არამედ გულით.
/ ნათია ლაზიშვილი /
0
184
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0