x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მულენ რუჟის" კულისებში გადაღებული ფოტოები

«მულენ რუჟი» («წითელი წისქვილი») — კლასიკური კაბარეა პარიზში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ისეთივე ღირსშესანიშნაობაა, როგორც ეიფელის კოშკი. საკულტო კაბარე 1889 წლის 6 ოქტომბერს გაიხსნა და მაშინვე პარიზელების საყვარელ ადგილად იქცა. თუ კაბარეების უმრავლესობაში ძირითადად შანსონი ისმოდა და პატარა მუსიკალურ-თეატრალურ წარმოდგენებს მართავდნენ, – «მულენ რუჟში» მთავარი ცეკვა იყო. და უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის, მეტად თამამი, – შეიძლება ითქვას, უხამსიც კი.


image


კაბარეს სავიზიტო ბარათად, «კანკანი» ითვლებოდა და როგორც «წითელი წისქვილის», ერთ დროს, ყველაზე ცნობილი მოცეკვავე მარგარიტა რიგოლბოში ამბობდა, – «ეს ცეკვა არ არის – ეს ფეხების სიგიჟეაო». კანკანი რთული ცეკვაა, რომლის შესრულება ყველას არ შეუძლია – ის ცეკვის ნიჭის გარდა, მოცეკვავისგან განსაკუთრებულ ტემპერამენტს და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანკანი XIX საუკუნის 20-იან წლებში უკვე არსებობდა, მაგრამ მის დაბადების დღედ, ოფიციალურად, 1858 წლის 21 ოქტომბერი ითვლება, როდესაც ცეკვა დიდ სცენაზე მოხვდა, ჟაკ ოფენბახის ოპერის – «ორფევსი ქვესკნელში» პრემიერის დროს.

ამჟამად, «მულენ რუჟის» დასში 80–მდე მოცეკვავეა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგ., 26 ბრიტანეთიდან არის და თითქმის ამდენივე, ავსტრალიიდან. ამიტომ, მთავარი მოცეკვავე და მხატვრული ხელმძღვანელი, კულისებში ფრანგულად კი არა, ინგლისურად საუბრობს. თუმცა, ხან ისეც ხდება, რომ საუბარს ინგლისურად იწყებენ და ფრანგულზე გადადიან, ხან კი – პირიქით.

კულისებში უცხო პირთა შესვლა აკრძალულია, რადგან იქ მდებარე კარადებში, მილიონობით ღირებულების სასცენო სამოსი ინახება (მაგ., «კანკანის» კაბა, დაახლოებით, 4000 ევრო ღირს).

შესვლა არ შეიძლება, მაგრამ იქ მოხვედრის შემთხვევაში, ფოტოების გადაღება აკრძალული არ არის.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეცნიერებმა ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსის სავარაუდო თარიღი დაასახელეს

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი

* ერთი ობიექტი – ორი რაკურსით, ანუ ყველა იმას ვპოულობთ, რასაც ვეძებთ...

* "კონკიას ეფექტი". 25 წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია – მხოლოდ ვიზაჟი და არანაირი ოპერაცია

* თმა შეიჭრეს და "გამოლამაზდნენ" (20 ფოტო)

* მათი ურთიერთობა სამ წელს გაგრძელდა, მაგრამ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ...

* საჭურისების ისტორია: "დაბადება", "აღზევება" და "დაცემა"

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!



1
1028
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1028
  
2023, 20 იანვარი, 22:33
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1