x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტი ჩაის შესახებ და დაყენების ოფიციალური რეცეპტი

ალბათ რთულია, ისეთი ხარისხიანი კონკურენტის მოძებნა ყავისთვის, როგორიც ჩაია და ეს გასაკვირი არც არის, მას ხომ, პლანეტის მასშტაბით, მილიარდობით ადამიანი სვამს. თუმცა, მათმა უმრავლესობამ არ იცის, ამ ბალახოვან სითხეს, რომელსაც ყოველდღე მოვიხმართ, ზოგიერთები კი, დღეში რამდენჯერმეც, რამდენად ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს.

აქ სწორედ, ჩაისთან დაკავშირებულ, რამდენიმე ფაქტს მოვუყარეთ თავი, რომელიც ამ ცხელ და არომატულ სასმელს, სულ სხვა რაკურსით დაგანახვებთ:


ჩაის ისტორია ჩინეთშიimage


ჩაის, ტრადიციულად, ჩინეთთან აკავშირებენ და ეს საერთოდაც არ არის გასაკვირი. რადგან, როგორც ძველი წყაროებიდან ირკვევა, მას ჩინეთში V საუკუნიდან იცნობენ და მოიხმარენ. ცნობილია, რომ თავდაპირველად, მას როგორც წამალს ისე იყენებდნენ. განსაკუთრებით ხშირად, სამკურნალო საშუალებად მას მონასტრებში მოიხმარდნენ. სწორედ იქიდან მოხვდა ჩაი, იმპერატორის მაგიდაზე. ხოლო იქიდან, ფართო მასებშიც გავრცელდა. X-XIII საუკუნეებში, სუნის დინასტიის მმართველობის დროს, ჩაის სმის წესების ფორმირება მოხდა, რომელმაც ჩაის მოხმარების პროცესი, დახვეწილ და აუჩქარებელ რიტუალად აქცია.


ჩაიში კოფეინის რაოდენობა და მისი გამოსაფხიზლებელი თვისებაimage


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩაის პოპულარობაში (წყლის გარდა), მხოლოდ ყავა შეიძლება შეეჯიბროს. რადგან სწორედ ამ ორი სასმელით იწყებს, ადამიანების უმრავლესობა დღეს. ამასთან, ყავაზე არჩევანის გაკეთებას, იმით ხსნიან, რომ ის დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს და ახალ გაღვიძებულზე, კარგი გამოსაფხიზლებელი, ენერგეტიკული სასმელია. ტექნიკურად, ეს მართლაც ასეა, მაგრამ, რეალურად, ხანგრძლივი, დღის მანძილზე ტონუსის შესანარჩუნებლად, უმჯობესია არჩევანი ჩაიზე გავაკეთოთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 1 ფინჯანი შავი ჩაი 40-70 მგ. კოფეინს შეიცავს, რაც თითქმის, სამჯერ ნაკლებია 1 ფინჯანი ყავის შემადგენლობაში შემავალი კოფეინის (100-200 მგ.) რაოდენობაზე. მაგრამ, ჩაი კიდევ ერთ სასარგებლო ნივთიერებას — ტანინს შეიცავს, რომელიც მასში არსებული კოფეინის ეფექტს, ახანგრძლივებს.


იდეალური ჩაის დაყენების წესიimage


ჩაის ექსპერტებმა, უკვე დიდი ხნის წინ, შეიმუშავეს რეცეპტი, რომელიც იდეალური ჩაის მომზადებისთვის გამოიყენება. მთავარი, ჩაის დაყენებისას, ტემპერატურის და დოზების სწორედ შერჩევაა. საშუალოდ, წყლის ტემპერატურა, ჩაის მომზადების დროს, 70-90° C უნდა იყოს და არა მდუღარე, ახლად ადუღებული წყალი. რაც შეეხება, დოზირებას, ის ჩინეთში და იაპონიაში არსებული რეცეპტების მიხედვით, ჩაის მწარმოებელთა ინგლისურმა ასოციაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 1980 წელს შეიმუშავა.

მაშ ასე, 1 ფინჯანი ჩაის მოსამზადებლად, ყოველ 100 მლ. წყალზე, 2 გრამი (1 ჩ. კ.) ჩაის ფოთოლია საჭირო. ხოლო ტემპერატურა, 85 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ოპტიმალური გემოს და შეგრძნებებისთვის კი, ჩაი 60° C უნდა მივირთვათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეტად უცნაური ფაქტები ძველი რომის შესახებ

* რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია

* საბჭოთა რუსეთი და სამხედრო კონფლიქტები და ომები

* მარტოხელა მეომარი: საინტერესო ფაქტები "პირველ სისხლის" შესახებ

* NASA–ს ასტრონავტი ფრანკლინ მასგრეივი: "დიახ, მინახავს ამო"...

* მას სამარეში 12 ცხენი და 16 ქალი "ჩააყოლეს"... – საინტერესო ფაქტები ჩინგიზ–ყაენი შესახებ

* მსგავსება უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი



1
709
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
709
  
2023, 27 იანვარი, 23:14
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1