x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დანიელ პენაკი - სკოლის სევდა

თანამედროვე ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის საყოველთაოდ აღიარებული მაგნუმ ოპუსი, “სკოლის სევდა” 2007 წელს ავტორის სამშობლოშივე გამოიცა. წიგნი ავტობიოგრაფიულია და მწერლის ბავშვობის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, როგორც სკოლის, ასევე სკოლის გარეთ. მწერალი ცდილობს თვითირონიული საუბრითა და მარტივი ენის გამოყენებით აღწეროს მოსწავლეობის ხანა 60-იანი წლების საფრანგეთში.


ფრანგი ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სკოლებსა და ოჯახებში გამეფებულ უამრავ “უაზრო” სტერეოტიპს, რომლის მსხვერპლიც ერთ დროს თვითონ იყო. პენაკი თითქოს ცდილობს იზრუნოს მომავალ თაობებზე და როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე მაწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შემოუნახოს ეს ერთგვარი დარიგებების კრებული, რომელიც მათ შთააგონებს თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და სათუთი შინაგანი სამყაროს მქონე თუნდაც “ოროსანი ბავშვის” მიმართ მოქცევა.


გარდა ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მობყრობისა, აღნიშნული წიგნი მკითხველს თითქოს გათვიცნობიერებულს ხდის მოთმინების ქონასა და მიზნისკენ ნელ-ნელა სწრაფვაში. პენაკის მაგალითზე, მკითხველს შეუძლია გაიგოს თუ როგორ შეძლო ერთ დროს “ჩლუნგად” წოდებულმა პატარა დანიელმა, დროთა განმავლობაში დიდ ავტორად ჩამოყალიბება და მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მოგება. უშუალოდ ნაწარმოების სიუჟეტზე დაყრდნობით კი, დანიელის ყოველდღიური საუბრები მამასთან, უფროსი ძმების გაწეული დახმარების მცდელობები მისთვის დავალების შესრულებაში, მეგობრის მამასთან გახსნილი ურთიერთობა და სხვა, დაეხმარა მას, როგორც ნაწარმოების მთხრობელს, ასევე მწერალს რუტინულ, განვითარებად პერსონად ჩამოყალიბებაში.


image

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკასულაძე
ნიკასულაძე
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0