x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პრინცი ჰარის მემუარებმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა
image

პრინც ჰარის ავტობიოგრაფიულმა წიგნმა, "სათადარიგო"( Spare) გაყიდვების რეკორდი მოხსნა.


წიგნების თაროებზე მოხვედრიდანვე(10 იანვარს) ერთ დღეში გაიყიდა ავტობიოგრაფიის დაახლოებით 400 000 ქაღალდის და ციფრული ასლი, რაც აბსოლუტური რეკორდია არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებისთვის.


პრინცის 'სათადარიგოზე" უკეთესად, მხოლოდ წიგნები "ჰარი პოტერის" შესახებ იყიდებოდა, მაგრამ ისინი მემუარების კატეგორიას არ მიეკუთვნებიან.



ექსპერტების აზრით, წიგნის დიდი წარმატება განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი არ არის მიჩვეული სასახლიდან "ჭუჭყიანი თეთრეულის" ამბების გამოტანას და ალბათ, ერთადერთი, ვინც ამას აკეთებდა ჰარიმდე, იყო დედამისი, აწ გარდაცვლილი პრინცესა დიანა, რომელიც ასევე ვერ შეეგუა უინძორის ოჯახს.

image

კრიტიკოსებმა უკვე მოახერხეს „სათადარიგოს" წაკითხვა და მას „ძალიან უცნაური წიგნი" უწოდეს: თავის ავტობიოგრაფიაში პრინცს ზოგადად განსახილველად გამოაქვს თავისი ცხოვრების საკმაოდ ინტიმური დეტალები - როგორ დაკარგა ვაჟიშვილობა, როგორ გაეყინა პენისი. როგორ იყენებდა ნარკოტიკებს და სხვა მრავალი, წერს The Guardian.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს საზოგადოებას ძალზე აინტერესებს სამეფო ოჯახის შიდა სამზარეულო და ინტრიგები, მათი საიდუმლოებებების გაგების მსურველებს დასასრული არ უჩანთ, რაც წიგნის რეკორდულ გაყიდვებზე აისახა.


ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაქცეული პრინცის აღიარებებმა შეარყიოს ბრიტანეთის ტახტი, მაგრამ მისი ურთიერთობა მამასთან, მეფე ჩარლზ III-თან და ტახტის მემკვიდრე უფროს ძმასთან, უილიამთან, შეიძლება საბოლოოდ გაფუჭებულად ჩაითვალოს.აკი მემუარებში მან ხომ თავის ძმას "მოსისხლე მტერი" უწოდა.


გააგრძელე ამავე თემაზე:25 გვამი, გაყინული პენისი და ხანშიშესული საყვარელი - პრინცი ჰარის მემუარებმა სკანდალი გამოიწვია

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0