x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი... "- რას წერს თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ მის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეუმაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება ფარული ჩანაწერის გარეშეც აქვს მოსმენილი:


"ლაივში მოგვისმენია ნიკა მელიასგან ძალიან უდიერი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. ვერ ვიტან ჩამწერებს და ვერ ვიტან გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი.


მელიას ხელში დაიძირა პარტია, არიან ერთმანეთის ჩანაწერებით დაკავებულები, ლანძღვა მიმდინარეობს, უმოქმედობა მიმდინარეობს და რეიტინგი დაცემულია, " – წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ საუბარია "იუთუბზე" გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერზე, სადაც "ენმ"-ეს მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს.








0
229
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229