ფოტოგრაფია
15 იშვიათი ფოტო, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნებთ
10 იანვარი, 16:26

სანამ დროის მანქანას გამოიგონებენ, მანამდე მხოლოდ ძველი წიგნების კითხვა და ისტორიული ფოტოების თვალიერებაღა რჩება. სწორედ ამის გაკეთებას გთავაზობთ ახლა მეც. ქვემოთ წარმოდგენილი ეს იშვიათი, ისტორიული ფოტოებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევების დემონსტრირებას ახდენს, არამედ ადამიანების გამოწვევებით აღსავსე ყოველდღიურობასაც ასახავს. გეპატიჟებით წარსულის სხვადასხვა კუთხეში სამოგზაუროდ, სადაც თქვენთვის აქამდე უცნობ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.
რესტლერი - გოგონები, 1954 წელი
მერლინ მონრო ამერიკელი კომისკოსის, ჯეკ ბენის მიერ ნაჩუქარ მანქანაში, 1954 წელი
"ღამის პეპელა", ნიუ ორლეანი, 1912 წელი
ყველა თანამედროვე ვიდეო ზარის აპლიკაცია ერთი საერთო წინაპრისგან - 1964 წელს აშშ-ის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოფონიდან წარმოიშვა. სტუმრებს უჩვეულო გაჯეტი ძალიან მოეწონათ
ხორცის მაღაზია ვიქტორიანულ ინგლისში, საქონლის ნაკლავს შენობის მთელს პერიმეტრზე კიდებდნენ
წარსულში ფოსტალიონის სამუშაო ყველა გაგებით საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან ის არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ კარგ კოორდინაციასაც მოითხოვდა
ფერმერს წვიმის მოსვლა ბავშვივით უხარია, ხანგრძლივი გვალვა დასრულდა და ახლა უკვე მისი საქმეებიც უკეთ წავა, ტეხასი, 1952 წელი
არდინგლის კერძო სკოლიდან ბიჭებს საშობაო არდადეგებზე სახლში აცილებენ, ინგლისი, 1926 წელი
ამერიკელი მიმტანები, რომლებიც მოსულებს პირდაპირ მანქანაშივე ემსახურებოდნენ, აი, მათი ეპატაჟური ფორმა კი, ცალკე აღნიშვნის ღირსია
იტალიური კინოს მშვენება, სოფი ლორენი და ამერიკელი კინოვრსკვლავი, ჯეინ მენსფილდი
ამ ფორმის ბიუსტჰალტერები მალევე გახდა ქალებს შორის პოპულარული. "ღირსებების" ასეთი გულწრფელი დემონსტრირება შესაძლოა დღეს განსჯის ობიექტადაც კი ქცეულიყო
მოდელი - ქალბატონები საკვებ დანამატს რეკლამას უკეთებენ. მათ სხეულზე "კაბა-შეფუთვის" გარდა არაფერი აცვიათ, რაც იმ დროს საკმაოდ თამამი მარკეტინგული ხრიკი იყო
მსახიობი ჯეინ ფონდა საკუთარი ლიმუზინის სალონში, 1958 წელი
როდესაც 1964 წელს შეერთებულ შტატებში რასობრივი სეგრეგაცია გაუქმდა, თეთრკანიანი მოსწავლეები გაკვეთილებს აღარ ესწრებოდნენ
1950-იანი წლების ამერიკული ავიახაზების ერთ - ერთი თვითმფრინავის სალონში