x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩარლზ III-ის კორონაციის კანონიერებას მონარქის რომანის გამო საფრთხე ემუქრება

image
ბრიტანეთის ახალი მეფის ჩარლზ III-ის კორონაცია 6 მაისს არის დაგეგმილი, ის ლონდონის ვესტსამინისტროს სააბატოში გაიმართება. ზეიმზე ორი ათასი სტუმარი არის მიწვეული.




თუმცა, კორონაცია შეიძლება არ გაიმართოს. მიზეზი უელსის პრინცის კამილა პარკერ-ბოულზთან რომანია, რომელიც მოგვიანებით მისი მეორე ცოლი და დედოფალი გახდა.




ანგლიკანურ ეკლესიას, რომელიც პასუხისმგებელია ტახტზე ახალი მონარქის ასვლაზე, ჯერ არ ქონიათ შემთხვევა განქორწინებული კაცის კორონაციისა, რომელმაც, უფრო მეტიც, მანამდე მრუშობა აღიარა.




ადრე პრინცი ჩარლზმა საჯაროდ აღიარა, რომ ცოლს, პრინცესა დიანას, კამილა პარკერ-ბოულზთან უღალატა. ახლა კი ამ ფაქტმა შესაძლოა მოითხოვოს სისტემური ცვლილებები არსებულ პროცედურებში, მათ შორის ფიცის ტექსტის შეცვლა.




ამ ყველაფერს შესაძლოა ჯერ სამართლებრივი შეფასება, შემდეგ კი პარლამენტის განხილვა და დამტკიცება დასჭირდეს.



თუმცა, დიდ ბრიტანეთშიც თვლიან, რომ კორონაციას, როგორც პროცედურას, საერთო არაფერი აქვს სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემასთან, რადგან ეს მხოლოდ რიტუალია.

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0