x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„გაითვალისწინეთ, კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ჩანაწერებით შანტაჟს“ - ჩერგოლეიშვილი
image

.

გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" რედაქტორი და დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სავარაუდოდ, ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კეზერაშვილ-მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება საშიშია და ეს შანტაჟის დამკვიდრებას გულისხმობს.


"მელიას პირად ჩანაწერებზე: გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, "პალაჟენიით" მუქარას ("ფორმულას" თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც ერთერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…



ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს. ასეთ ფურუნკულებს ანტიბიოტიკური მკურნალობა სჭირდება და პარალელურად - ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება. ამას ვაკეთებთ ჩვენ - "ევროპული საქართველო". ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოვებთ. ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია. (ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)" - წერს ჩერგოლეიშვილი.


****************************

ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე" წერს.


მისი თქმით, ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს.


"ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის", - წერს დეკანოიძე.


***************************

სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0