x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
დასახელდა ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი ვირთხები ცხოვრობენ
image

მეცნიერებმა გამოთვალეს, მსოფლიოს რომელ ქალაქებში ცხოვრობს ყველაზე მეტი ვირთხა . აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ქალაქ დეშნოკმა, სადაც რუხი მღრღნელები წმინდა ცხოველებად ითვლებიან, სიაში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.


როგორც გაზეთი Express-ი წერს ზოოლოგების აზრით, ვირთხების რაოდენობის მიხედვით ლიდერი პოზიცია აშკარად ამერიკულ ჩიკაგოს ეკუთვნის.


2.7 მილიონიანი ქალაქი რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია აშშ-ში, ჩიკაგოს წელიწადში დაახლოებით 58 მილიონი ტურისტი სტუმრობს წელიწადში. სწორედ ტურისტები ტოვებენ უზარმაზარ რაოდენობას ნახევრად შეჭმულ ფასტფუდს ქალაქის ქუჩებში და მეცნიერთა აზრით სწორედ ესაა ვირთხების დიდი რაოდენობის მიზეზი და გარდა ამისა -ქალაქში ნარჩენების არაეფექტური უტილიზაცია ხდება.



"საშუალოდ ქალაქის რომელიმე ქუჩაზე ყოფნისას, თქვენ დაახლოებით ორი მეტრის მანძილზე ხართ უახლოესი ვირთხიდან დაშორებული, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერც კი დაინახავთ, ”- აცხადებენ ზოოლოგები ჩიკაგოზე საუბრისას.


სიაში მეორე ადგილზეა ლოს-ანჯელესი. რბილმა კლიმატმა, ნაგავსაყრელების სიმრავლემ და ვირთხების საწინააღმდეგო საწამლავის აკრძალვამ განაპირობა ის, რომ ნაცრისფერი ოკუპანტებისთვის ქალაქი სამხრეთ კალიფორნიაში სამოთხედ იქცა.ლოს-ანჯელესმა აჯობა ისეთ ცნობილ "ვირთხების ქალაქს", როგორიცაა ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო.


მესამე და მეოთხე ადგილები ევროპის დედაქალაქებს ეკუთვნის. მეცნიერთა აზრით, სულ მცირე 20 მილიონი ვირთხა ცხოვრობს ლონდონში, ხოლო დაახლოებით 9 მილიონი პარიზში. ანუ, ბრიტანეთის დედაქალაქის თითოეულ მოქალაქეზე ორზე მეტი ვირთხა მოდის, ხოლო ყოველ პარიზელზე - ოთხზე მეტი.


ინდოეთის ქალაქმა დეშნოკმა, რომელშიც კარნი მატას ვირთხების ცნობილი ტაძარი მდებარეობს, რეიტინგში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ინდუისტური რწმენის თანახმად, ერთხელ დედამ, რომლის შვილიც დაუდევრობის გამო წყალში დაიხრჩო, მიუბრუნდა სიკვდილის ღმერთს, იამას, ბავშვის დაბრუნების თხოვნით. იგი დიდი ხნის განმავლობაში უარი ეუბნებოდა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა და ნაადრევად გარდაცვლილთა სულები მეორედ მოსვლამდე ვირთხებში მოეთავსებინა.


დეშნოკის ტაძარში დაახლოებით 20 ათასი მღრღნელი ცხოვრობს, რომლებსაც საგულდაგულოდ უვლიან და უმზადებენ საკვებს სპეციალურად გამოყოფილ სამზარეულოში. ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი მიდის ტაძარში ქალღმერთის და წმინდა ცხოველების პატივსაცემად.



1
351
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
2023, 10 იანვარი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1