x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაიცანით ბიჭი, რომელიც მავთულებისა და ალუმინის ქილებისგან დამზადებული ტელესკოპით მთვარის ზედაპირს დააკვირდა
მალიკ ნდიაიე 12 წლის სენეგალელია, რომელმაც იმ საოცრად მწირი ნივთებისგან, რაც მას ებადა, ტელესკოპი დაამზადა, რათა კოსმოსის ობიექტებს დაკვირვებოდა.


მალიკმა ტელესკოპის ასაგებად გამოიყენა მამამისის სათვალის ერთ-ერთი მინა, ვიდეოკამერის ლინზა, მავთული, ქაღალდი, გამაგრილებელი სასმელების ალიმინის ქილები და ჯოხი.


“ტელესკოპის ასაგებად ორი კვირა დამჭირდა, ” - განუცხადა ესპანურ “ელ პაისს” 12 წლის მოყვარულმა ასტრონომმა.


გენია



“როცა [ჩემი ტელესკოპით] ღამის ცას დავაკვირდი და მთვარის ზედაპირის დეტალები გავარჩიე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მთვარესთან ხელით შეხება შემეძლო. ერთ დღეს ჩემი სახლის ჭიშკრის წინ ვიდექი და მამაკაცმა, რომელიც გზის სამუშაოებზე მუშაობდა, გვერდით ჩამიარა. მან მკითხა, ეს ტოპოგრაფიული ხელსაწყო ხომ არ იყო, მე კი ვიპასუხე, არა, ეს ტელესკოპია, რომელიც მე თვითონ, საკუთარი ხელით ავაგე-მეთქი. მაშინ მან მე და ჩემ ტელესკოპს ვიდეო და ფოტოები გადაგვიღო და საკუთარ ფეისბუკზე ატვირთა.”


მალიკს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ამ ვიდეომ ვირუსულად დაიწყო ინტერნეტში გავრცელება და მეცნიერების ხელში მოხვდა, რომლებიც მოგვიანებით უნიჭიერეს სენეგალელ ბიჭს დაუკავშირდნენ.


მეცნიერების გარდა მალიკით საერთაშორისო მედიაც დაინტერესდა. პოპულარული დასავლური არხების ჟურნალისტები სენეგალში გაემგზავრნენ, რათა ახალგაზრდა გენიოსი საკუთარი თვალით ეხილათ.


გენია


მალიკ ნდიაიეს სანახავად გაემგზავრა ასევე მარამ კაირე, სენეგალის ასტრონომიის ხელშეწყობის კავშირის პრეზიდენტი, რომელმაც ბიჭს პროფესიონალური ტელესკოპი აჩუქა.


“როცა ვიდეო ვნახე, ამ მასალამ მე საკუთარი თავი გამახსენა იმ წლებში, როცა ახალგაზრდა ვიყავი და მე მახსენდება ასევე ყველა ის მცდელობა, რაც წამოვიწყეთ იმისათვის, რათა ასტრონომიის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ერთი წამითაც კი არ მიყოყმანია და დაუყოვნებლივ მოვახდინე რეაგირება, რადგან ვიცი, თუ რა რთულია, რომ შესაფერისი ინსტრუმენტის გარეშე დააკვირდე ვარსკვლავებს, როცა გაქვს სურვილი და თვითგანვითარების შესაძლებლობა არ გეძლევა, ” - განუცხადა მარამმა მედიასაშუალებებს.


შეკითხვაზე, თუ რა ოცნებები აქვს სამომავლოდ, მალიკ ნდიაიე ყოველთვის იმეორებს:


“მე მსურს მხოლოდ ვარსკვლავებს ვუყურო.”

0
243
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0