x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერებმა მარსზე უძვირფასესი ოპალის უზარმაზარი მასივები აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსისკენ გაშვებულმა ზონდმა, რომლის სახელწოდება Mars Reconnaissance Orbiter-ია, წითელი პლანეტის მრავალ რეგიონში დიდძალი რაოდენობით ოპალი აღმოაჩინა, რაც უკვე თამამად შეიძლება ჩაითვალოს წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად.


შეგახსენებთ, რომ ოპალი ერთ-ერთი უძვირფასესი მინერალია. მისი ერთი გრამის ყველაზე მინიმალური საერთაშორისო ფასი 60 დოლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით 36 ათას დოლარამდეც კი აღწევს. ეს მინერალი ჩნდება მაშინ, როცა ვულკანური პროცესის შედეგად წარმოქმნილი ქვა წყალთან შედის კონტაქტში. აღმოჩენა იმას ამტკიცებს, რომ მარსის ზედაპირზე წყალი 1 მილიარდი წლით უფრო დიდხანს არსებობდა, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი. ამის შესახებ მეცნიერები ჟურნალ Geology-ში წერენ.


მარსი


ანუ როგორც ჩანს, მარსზე წყალი 2 მილიარდი წლის წინათაც არსებობდა. ამაზე მიუთითებს წითელი პლანეტის ზედაპირიდან არეკლილი მზის შუქის სპექტროსკოპიური ანალიზი, რომელიც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს და სადაც გარკვევით ჩანს ოპალის კვალი.



აქამდე მეცნიერები მარსის ზედაპირზე წყლის შემცველ მხოლოდ ორ მინერალს იცნობდნენ - ფენურ სილიკატს და ჰიდრატიზირებულ სულფატს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მინერალები დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. ოპალის აღმოჩენა კი ამ თარიღს დაახლოებით 1 მილიარდი წლით ახანგრძლივებს. ასევე ეს აღმოჩენა იმასაც ამტკიცებს, რომ მარსზე წყალი საკმარისად დიდხანს იყო საიმისოდ, რათა იქ ქვათა სტრუქტურა შეეცვალა.


მარსი


ოპალით მდიდარი რეგიონების აღმოჩენა იმითაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სწორედ იქ, სადაც ეს უძვირფასესი მინერალი აღმოაჩინეს, დიდი ალბათობით შესაძლოა სიცოცხლის ნაშთებიც არსებობდეს.


ასე და ამგვარად, უკვე დაზუსტებით ცნობილია ის რეგიონები, სადაც მარსზე გაგზავნილ პირველ ექსპედიციაში შემავალი ასტრონავტები სიცოცხლის ნიშნების ძებნას დაიწყებენ.

1
439
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
439
  
2023, 9 იანვარი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1