x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხალხმრავლობიდან სრულ მარტოობამდე: ინტერნეტში პუტინის 2019-ის და 2023 წლის შობის დღესასწაულზე გადაღებული ფოტოები შეადარეს
image

ინტერნეტში შეადარეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სადღესასწაულო ატმოსფერო შობის დღესასწულზე 2019 წლიდან მოყოლებული 2023 წლამდე, ცვლილება აშკარაა.



პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ სადღესასწაულო ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა. თუ ოთხი-ხუთი წლის წინ რუსეთის ლიდერი ტაძარში მრევლით იყო გარემოცული, წლევანდელ შობს იგი ხატების წინ სრულიად მარტო აღმოჩნდა.


უახლესი 2023 წლის ფოტოები, სავარაუდოდ გადაღებულია კრემლის ხარების ეკლესიაში ლიტურგიის დროს - ეს ტაძარი მოსკოვის მთავრებისა და რუსეთის მეფეების ეკელსიად ითვლება.



კადრებში ჩანს პუტინი სრულიად მარტო, მრევლის გარეშე.


ვიდეოში ჩანს, რომ ქვეყნის მეთაურს სერგიევ პოსადის ეპარქიის კლინისკის ოლქის ტაძრების დეკანოზი იოსები შეხვდა.


როგორც ТАСС, განმარტავს, ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, რომელ ტაძარში აღნიშნავდა პუტინი დღესასწაულს.

ამ კადრების 2019 წლის სურათებთან შედარების დროს, მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ იმ დროს პრეზიდენტი ლიტურგიას სანკტ-პეტერბურგის ფერისცვალების ტაძარში დაესწრო, სადაც რამდენიმე ათეული მორწმუნეთი იყო გარშემორტყმული.

image


სამი წლის წინ, 2020 წელს, მან მოინახულა იგივე პეტერბურგის ტაძარი, სადაც იქ რუსეთის პრეზიდენტი მოზარდებით და ბავშვებით იყო გარშემორტყმული.

image

ორი წლის წინ, 2021 წელს, ვალდიმერ პუტინმა შობა ველიკი ნოვგოროდის მახლობლად მდებარე სოფლის ეკლესიაში აღნიშნა. „იზვესტია“ წერდა, რომ ის ლიპნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში „რამდენიმე ათეულ მრევლთან ერთად“ დაესწრო ლიტურგიას.

1
356
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
356
  
2023, 9 იანვარი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1