x
მეტი
  • 30.11.2024
  • სტატია:138563
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512216
ნამდვილი ამბავი... 1483წელი

1483 წლის აგვისტოში, ქართველმა ვაჭარმა არდაშელ გოკიელმა აბრეშუმი წაიღო გასაყიდად ჩვენს მეზობელ ნუხაში, იქაურ ვაჭართა უსტაბაშმა დერვიშ ჰუსეინმა, რაკი გაიგო, გურჯი კახეთიდან კი არა, შორეული მესხეთიდან იყო, აბრეშუმი წაართვა, გალახა და დასცინა – ხელად შენი მთავარი არ მოვიდეს, დარაბა არ ჩამილეწოს და ჩემს დედაბოძს ყურით არ მიმაჭედოსო... ატირებულმა არდაშელ გოკიელმა მათხოვრობით ჩამოაღწია ახალციხეში, ყვარყვარე ათაბაგს მიადგა და წვრილად მოუყვა ყველაფერი. ყვარყვარემ იმავე საღამოს 300 მესხი ჭაბუკი შეკრიბა, გაუხედნავ ცხენებზე შესხა, ვაჭარიც წაიყვანა და მესამე დილაუთენია გრიგალივით შეიჭრა ნუხაში – მივარდა დერვიშ ჰუსეინის დუქნებს, სულ ფეხით დალეწა, ჰარამხანიდან გამოათრია ცოლების კაბებს შეყუჟული უსტაბაში და უთხრა – ვალი გადაუხადე ქართველ ვაჭარს, კაპიკიც არ გვინდა მეტიო! როცა გასწორდნენ, აღა ჰუსეინი დედაბოძს მართლა ყურებით მიაჭედეს მესხებმა და დაუბარეს იქაურებს – ქართველების წყენა აღარავინ გაბედოს, თორემო! შეხტნენ ცხენებზე და ერთი ქათამიც არ გამოუყოლებიათ ხელს, ისე გამოსწიეს მესხეთისკენ...

imageავტორი: უცნობი
1
448
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
448
  
2023, 9 იანვარი, 8:47
ჰაჰაჰა,სამცხელი ათაბაგები და თავადები მოყვარულები ყოფილან თურმე. როცა ავტონომიისკენ და საქართველოდან გამოყოფისკენ პირველები გამოდიოდნენ და თავისი ინტერესების გასატარებლად იყენებდნენ ოსმალები,თავის დროზე ბიზანტიელები. თან წელსაც დავაკვირდეთ,1483 წელი ანუ საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფიდან 17 წლის მერე. ერთერთი პირველი,ვინც ეს პროცესი დაიწყო იყო სამცხე საათაბაგო,ხოდა ყვარყვარეს ასეთი სიყვარული რას უნდა მივაწეროთ? იმ პერიოდში,ერთიანი საქართველოს იდეის ერთგულნი კახეთში იყვნენ,რაც ფაქტებით არის დადასტურებული,ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII არის კახეთის მეფე გიორგი I. ყველაზე მთავარი,მაგ პერიოდში მოხდა ეკლესიის დაყოფა,მცხეთის საკათალიკოსოს გამოეყვნენ იმერთ აფხაზთან და სამცხე,ისინი აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ საკათალიკოსოს. აი,ასე უყვრადათ სამცხეში საქართველო და ქართველთა ერთიანობა. ცოტა შორს თუ გავიხედებით,უნდა გავიხსენოთ,რა დამართა დავით IV აღმაშენებელმა სამცხის ბატონს და მის შვილებს. თეონა,ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და შეცდომაში არ შევიყვანოთ ადამიანები,მოღალატე არ გავაღმერთოთ და ა.შ.
0 1 1