x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ანდების მონსტრი” - საზარელი სერიული მკვლელი, რომელმაც 300-ზე მეტი გოგონა მოკლა და გააუპატიურა
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელი, პედრო ალონსო ლოპესი, რომელსაც “ანდების მონსტრი” შეარქვეს, 1948 წლის 8 ოქტომბერს კოლუმბიის ქალაქ სანტა იზაბელში დაიბადა. მისი სახელი 300-ზე მეტი გოგონას მკვლელობასა და გაუპატიურებასთან არის კავშირში.


პედრო ალონსო ლოპესს 13 და და ძმა ჰყავდა. სექსმუშაკმა დედამ ის მე-7 შვილად გააჩინა. 9 წლის პედრო დედამ სახლიდან გააგდო, რადგან ბიჭმა პატარა დის გაუპატიურება სცადა. აღსანიშნავია, რომ დედა პედროს თანდასწრებით ემსახურებოდა საკუთარ კლიენტებს. ასეთ დროს შვილებისგან ქალს მხოლოდ თხელი ფარდა ჰყოფდა.


სახლიდან გაგდებული პედრო ქუჩაში პედოფილ მამაკაცს გადააწყდა, რომელმაც მომავალი სერიული მკვლელი დაიჭირა და საკუთარ სახლში წაიყვანა. პედოფილი პედროს ყოველდღიურად აუპატიურებდა და ძალადობდა მასზე. ლოპესმა ძლივს დაღწია თავი პედოფილ მამაკაცს და შემდგომში წლების მანძილზე ბოგოტას ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა.


მკვლელი



პირველი ციხე


18 წლის მომავალი სერიული მკვლელი ავტომანქანის ქურდობის გამო დააპატიმრეს. ციხეში პედრო მისმა ოთხმა თანასაკნელმა გააუპატიურა. ლოპესს ისინი პოლიციასთან არ დაუსმენია. სამაგიეროდ სამი მათგანი გაუპატიურებიდან ორი კვირის მანძილზე სიცოცხლეს გამოასალმა.


სისხლიანი მოგზაურობა


1978 წელს ლოპესი ციხიდან გამოუშვეს, რის შემდეგაც მან კოლუმბიის, ეკვადორის და პერუს გარშემო მოგზაურობა გადაწყვიტა. მოგზაურობის პერიოდში ის 9-12 წლის გოგონებს იტაცებდა, აუპატიურებდა და ხოცავდა. მსხვერპლებს საზარელი მანიაკი იმის მიხედვით არჩევდა, თუ რამდენად უმანკო თვალები ჰქონდათ მათ.


მკვლელი


მეორე და მესამე დაპატიმრება


ლოპესი მცირე ხნით დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუპერმარკეტიდან დედასთან ერთად მყოფი ცხრა წლის გოგონას გატაცება სცადა. მოგვიანებით პოლიციას გაახსენდა, რომ ეჭვმიტანილი 12 წლის გოგონასთან ერთადაც ნახეს, რომელიც შემდგომში უკვალოდ გაუჩინარდა. ამის შემდეგ “ანდების მონსტრი” ხელმეორედ იქნა დაპატიმრებული.


დაკითხვის დროს სერიულმა მკვლელმა აღიარა, რომ 110 გოგონა ეკვადორში, 100 კოლუმბიაში, ხოლო 100 პერუში მოკლა, რისი დაჯერებაც სამართალდამცავებს არ სურდათ. მაშინ მონსტრმა გაოგნებულ პოლიციელებს უჩვენა სამარხი, სადაც მისი 53 მსხვერპლი განისვენებდა.


“მე გოგონა ვაიძულე, ჩემთან სექსი ჰქონოდა, რა დროსაც ხელი ყელში წავუჭირე. როცა მზე ამოვიდა, მე დავახრჩე ის. (...) მე არასოდეს მომიკლავს არავინ ღამით. (...) მსურდა მსხვერპლების თვალების დანახვა დღის სინათლეზე. (...) ღვთაებრივი მომენტია, როცა ხელები გოგონას ყელში გაქვს წაჭერილი და ხედავ, როგორ ტოვებს სინათლე მის თვალებს. ვისაც მოუკლავს, ის მიმხვდება, თუ რას ვგულისხმობ, ” - განუცხადა საზარელმა მანიაკმა დაკითხვისას პოლიციელებს.


პოლიციელებმა ირწმუნეს, რომ მან მართლაც მოკლა 300-ზე მეტი გოგონა და შეეცადნენ ლოპესის გამოტეხვას და დანარჩენი მოკლულების საფლავების პოვნას, თუმცა უშედეგოდ. 1980 წელს ლოპესი გაასამართლეს 57 გოგონას მკვლელობისთვის და სასჯელის მაქსიმუმი, 16 წლამდე პატიმრობა მისცეს საიდანაც “ანდების მონსტრმა” ციხეში სულ რაღაც 14 წელი გაატარა. 1994 წელს ის გაათავისუფლეს, ხოლო 1995 წელს შეურაცხადად ცნეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაამწესეს სამკურნალოდ. მაგრამ 1998 წელს ის ამ დაწესებულებიდანაც გაუშვეს, როგორც “განკურნებული.”


მკვლელი


ლოპესის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ მან 300-ზე მეტი გოგონა მოკლა და გააუპატიურა, იმითაც მტკიცდება, რომ სწორედ მაშინ, როცა ის კოლუმბიას, ეკვადორსა და პერუში დათარეშობდა, აღნიშნულ ქვეყანათა სასაზღვრო რეგიონებში მართლაც ასობით გოგონა გაუჩინარდა. 1999 წელს თავის ერთადერთ ინტერვიუში პედრომ განაცხადა, რომ მის თითოეულ მსხვერპლს ის დღეების მანძილზე უთვალთვალებდა, სანამ ეს უკანასკნელი რომელიმე უკაცრიელ ადგილას ჩაივლიდა, სადაც მსხვერპლს აუპატიურებდა, ახრჩობდა და გვამს მსხვერპლთა მასიურ სასაფლაოში აგდებდა.


გაუჩინარება


1999 წლის შემდეგ “ანდების მონსტრი” უკვალოდ გაუჩინარდა. მას შემდეგ მისი ასავალ-დასავალი უცნობია. 2002 წელს ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა წითელი ცირკულარით, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ რამდენიმე უკვალოდ გაუჩინარებული გოგონას მკვლელობა სწორედ მის კისერზე იყო.


სავარაუდოდ ლოპესი კვლავაც ხოცავს და აუპატიურებს პატარა გოგონებს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ეკვადორში, კოლუმბიასა და პერუში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში ქრებიან პატარა გოგონები, რომელთა კვალს პოლიცია ვერ პოულობს.

3
690
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
690
  
2023, 13 იანვარი, 22:52
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 10 იანვარი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 იანვარი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3