საქართველო
"ვამბობ ხმამაღლა, რომ ხალხმა გაიგოს, პუტინთან არის გარიგებულიო" - ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი
2023, 8 იანვარი, 20:02
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს ავრცელებს და ანტიპუტინისტი ჟურნალისტის, იულია ლატინინას გადაცემას აზირებს, რომელმაც ზელენსკის მრჩეველ, მიხაილო პოდილიაკთან საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე პუტინის საყრდენ პოლიტიკოსად მოიხსენია:
"ახლა მინდა მოკეთის და მტრის გასაგონად ვთქვა, მეგობრებმა ისედაც იციან, ტვ ეთერით პოლიტიკურ ინფორმაციას თუ ისე ინფორმაციას, არ გამოვიტან თუ ზუსტად არ ვიცი, ინტუიცია რომც მკარნახობდეს, მაინც არ ვიტყვი დაუზუსტებელს, ცილისწამება ჩემი სტილი არ არის, როცა ვხედავ და ვიცი, რომ მიზანმიმართულად ანადგურებს პროცესს "ვიღაც" მავანი, სასწრაფოდ ვამბობ ხმამაღლა, რომ ხალხმა გაიგოს, დიახ, ერთი წელია ვამბობ, რომ მსხვილი ოპო პარტიის ნაც მოძრაობის თავმჯდომარე -ლიდერი მიზანმიმართული კატასტროფაა პროცესის განადგურებისთვის.
ახლა უკვე, ლატინინას და პოდოლიაკის ინტერვიუს შემდეგ, სადაც პირდაპირ ამხილა ლატინინამ ნაც.პარტიის "თავმჯდომარე" და ღიად თქვა ძალიან ზუსტად, რომ მას "იავლინსკის სინდრომი აქვს, რომელიც პუტინთან არის გარიგებულიო და ნაც პარტიის თავმჯდომარე (ძალიან უცნაური ის არის რომ ), როგორც კი აქციაა ეგრევე შლისო, სპეციალური ტექნოლოგიაა, გაყიდული ხელმძღვანელობისა, რომ ხალხში თაუცველობის და უსუსურების შეგრძნება გააჩინონო", ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო "საქმენი საგმირონია" ........
ბრძოლა ღირებულებით არსებობს და არა გარიგებით -წერტილი და გნებავთ მრავალწერტილი.......მეგობარმა მომწერა ძახილის ნიშანი ჯობიაო, კი ბატონო იყოს ძახილის ნიშანი!!!!!!!!!ლატინინას როდის გალანძღავთ სიმართლის თქმის გამო "პაივცემულებო", ცნობილი ( მელიას) მესიჯბოქსით: " ჩვენი პარტიის საქმეებში ნუ ერევითო"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.