x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დათო გორგილაძე: "გისურვებთ, შვილებმა პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო"
გორგილაძე-ქისტაური

მწერალი დათო გორგილაძე ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა. განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე, არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს, საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.


მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ, ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან. შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს). მათი დიდი ნაწილი შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს, იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.



ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო. მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ - ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად, შინ იწვევთ ქრისტეს.


გისურვებთ, რომ შვილებმა ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.


მიცვალებულმა, დაე, მშვიდად განისვენოს", - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ქართველი ტრანსგნდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების შესახებ მრავალი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ამ დრომდე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.



2
1037
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
1037
  
2023, 9 იანვარი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 11:03
ეჰ,დათო,რა უცნაური აზროვნება გაქვთ და თან თავი მცოდნეთ რო მოაქვს. გადასახადების გადამხდელთა ფულს იღებ და არაფერს აკეთებ,ხოდა კიდევ სხვას უკითხავ მორალს. ლინკოლნმა ის არ თქვა,რომ სხვის ხარჯზე ცხოვრება ცუდიაო? ააა,ხო ისიც სხვის ხარჯზე ცხოვრობდა და რატო იტყოდა.ხოდა დათოიე,მიგიფსი ლინკოლნზე და მჭერმეტყველ მორალზე.

წარმოდგენა არ მაქვს,ვინ არის ეს პირი,ვისზეც ამხელა ამბავი ატეხა ამ მავნებელმა,მარა ტრანსგენდერიო და ის ბელგიაშიო,ანტვერპენიო,ხოდა ქართველებს რატო ამუნათებენ? იქნებ იმიტომ დაჰაჰავეს,რომ ბელგიაში გარდაიცვალა ქართველი ტრანსგენდერი და არა საქართველოში,ხოლო არაფერ შუაში არ ყოფილა მისი ორიენტაცია და სქესი? გადით ეხლა და მოაწყეთ აქციები,სექსუალურ უმცირესობას ჩაგრავენო,ბელგიურმა პოლიციამ ვერ დაიცვა ადამიანი და ის გარდაიცვალა.
0 1 2