x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქუჩაში ისაქმებენ-როგორ აისახება ინდოელთა ცხოვრებაზე ტუალეტების ნაკლებობა

image

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით, ეკონომიკური განვითარების კუთხით იგი მხოლოდ 104-ე ადგილზეა პლანეტის 260 ქვეყნას შორის.

მაგრამ ამავდროულად, ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად რეკორდულად 7%-ით იზრდება. ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტით, ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფაი მეორე ადგილზე აგერ უკვე ბოლო 15 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყოველი ოთხი IT სპეციალისტიდან სამი ინდოეთიდან .



მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ინდოეთის მოსახლეობის 15% შიმშილობს, 25% სიღარტაკის ზღვარზე ცხოვრობს, 50%-ს კი სახლში ტუალეტიც არა აქვს. ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი. და ეს არ არის კანალიზაციის ან ეზოში ფეხსალაგის ბრალი, ისე როგორც ჩვენს სოფლებშია. ძირითადად ტუალეტი უბრალოდ არ არის, ან ფეხსალაგის დასადგმელი ადგილი არა აქვს, ან უბრალოდ ფული არა აქვთ, რომ კანალიზაცია პირდაპირ სახლში შემოიყვანონ და ბოლო ბოლო, დიახ, მოსახლეობა მიჩვეულია ქუჩაში მოსაქმებას, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს სრულ ანტისანიტარიას და დაავადებების გავრცელებას.





და თუ ტურისტებისთვის კიდევ არის აქაიქ კეთილმოწყობილი ადგილები, იქვე ორ ნაბიჯში ტუალეტები საერთოდ არ არის. როდესაც ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს პრობლემა როგორმე გადაეჭრა და 2014 წელს დაიწყო პროგრამა "სუფთა ინდოეთი". იგულისხმებოდა, რომ თუ მოქალაქეებს არ ჰქონდათ სახსრები საკუთარი საპირფარეშოებისთვის, მაშინ უნდა გაეკეთებინათ საერთო ტუალეტი და უნდა დანერგილიყო გამოყენების კულტურა. ხუთ წელიწადში ინდოეთში 110 მილიონი საზოგადოებრივი საპირფარეშო დამონტაჟდა (არატურისტული), რაც, თუ მოსახლეობას გათვალისწინებით, არც ისე ბევრია. მაგრამ მაინც, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ადგილობრივებისთვის, რომ ქუჩაში არ მოისაქმონ.

image

ეს ტუალეტები ძალიან განსხვავებულია. საზოგადოებრივი საპირფარეშოების დონე და ხარისხი დამოკიდებულია ხელისუფლების მიერ გამოყოფილ თანხებზე და იმაზე, თუ როგორ აითვისეს ის ისინი ადგილობრივებმა. სადღაც - ეს არის სრულიად ევროპული ტუალეტები და სადღაც - უბრალოდ ჯიხურები, იატაკზე ნახვრეტითა და სანიაღვრეთი. ტუალეტის ქაღალდი არ არის პოპულარული ინდოეთში, მაგრამ არის ონკანები ან კასრი, რომელსაც აქვს ცალკე ფართი ჩაბანისთვის. სისუფთავე ასევე დამოკიდებულია ადგილზე - ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სუფთა, ან საშინელი ანტისანიტარიით.

image

წამოიჭრა კიდევ ერთი მოულოდნელი პრობლემა.ადგილობრივ ქალებს პრობლემები ექმნებათ საჯარო ტუალეტში შესვლისას. ახალგაზრდა ინდოელები მათ აბუჩად აგდებენ, ამცირებენ და ხშირად უბრალოდ ჯიბრით ტუალეტიდან აღარ გამოდიან. ამის გამო ქალებს ჯგუფურად უწევთ ტუალეტში სიარული აბეზარი და თავხედი მამაკაცებისგან თავის დასაცავად, მაგრამ ეს მაინც ვერ წყვეტს ბულინგის პრობლემას.

image

ინდოეთის ზოგიერთმა შტატმა გადაწყვიტა კრეატიულად მიდგომოდა ამ საკმაოდ დელიკატური საკითხს. ქორწინების რეგისტრაციისას მამაკაცის სთხოვენ მტკიცებულებას, რომ მის სახლში არის ტუალეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწილი უბრალოდ არ გაიმართება. ძალიან ღარიბებს ამ მიზნებისთვის მცირე შემწეობა ეძლევათ. იყო შემთხვევაც, როცა პატარძალი ქმარს გაექცა სანიტარული კვანძების არქონის გამო და განქორწინება მოსთხოვა.

საზოგადოებამ მხარი დაუჭირა გოგონას, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფულს ხარჯავს კომპიუტერებსა და ძვირად ღირებულ ტელეფონებზე, მაგრამ ამავე დროს უარს ამბობს სახლში ტუალეტის ჩადგმაზე.

image

1
410
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
410
  
2023, 8 იანვარი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1