x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
დიალოგი მწერალთა კავშირში, როცა გალაკტიონის გარიცხვის საკითხი განიხილებოდა ...

ფხიზელ მწერალთა კავშირი
ერთხელ მწერალთა კავშირში გალაკტიონის საკითხი განიხილეს. ზოგი მის გარიცხვას ითხოვდა:
– თუ სმას არ დაანებებს თავს, გავრიცხოთო.
გოგლას უკითხავს:
– დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო?
ვიღაცას უპასუხია:
– მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო?
გოგლას გასცინებია:
– მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ, ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი კავშირის წევრი გინდა იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება! იმათ იკითხონ, ტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ვერ დაუწერიათო.
image
/წიგნიდან: „გოგლა. 150 ამბავი“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2021/
1
359
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
359
  
2023, 8 იანვარი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1