x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საოცარი დამთხვევები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში იყო

ბევრ ჩვენგანს, ყველას თუ არა, ცხოვრებაში დამთხვევები გვქონია. შესაძლოა ერთი ფრაზა სხვასთან ერთად წარმოთქვით, ან ძველი მეგობარი ნახეთ, ყველაზე მოულოდნელ ადგილზე. თუმცა, არსებობს უმნიშვნელო და წარმოუდგენელი დამთხვევები. აქ საუბარი, სწორედ ამ უკანასკნელზე გვექნება:


გამაფრთხილებელი წარწერა თემურლენგის საფლავზე image

1941 წლის საბჭოთა არქეოლოგებმა სამარყანდში (უზბეკეთი) თემურლენგის სამარხი გახსნეს, იმის მიუხედავად, რომ მის საფლავზე გამაფრთხილებელი წარწერა იყო: «ვინც ჩემს სამარხს გახსნის — ის დამპყრობელს გაათავისუფლე, ბევრად საშიშს, ვიდრე მე ვარ». საბჭოთა არქეოლოგებმა, რომლებსაც ცრურწმენების არ სჯერათ, სამარხი მაინც გახსნეს. ეს 21 ივნის მოხდა. ხოლო, 22 ივნის, დილით ადრე, გერმანია სსრ კავშირს თავს დაესხა.


კაცი, რომელიც 2 ტერაქტს გადაურჩაimageimage


ამერიკელი, სახელად მეთიუ, ორ ტერაქტს გადაურჩა: პირველად, 2001 წლის 11 სექტემბერს, როდესაც United Airlines–ს თვითმფრინავი, 2–დან – ერთ–ერთ ცათამბჯენს დაეჯახა. მეთიუ იმ მომენტში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი იყო. ხოლო მეორედ – პარიზში, ბატაკლანის თეატრში, 2015 წლის განხორციელებული ტერაქტის დროს, ის დარბაზში იყო. თეატრში 3 ტერორისტი შეიპარა და მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 89 ადამიანი და 200–ზე მეტი დაიჭრა.


ედგარ ალან პოს დროის მანქანა ჰქონდა?image


შეიძლებოდა, რომ მწერალს დროის მანქანა ჰქონოდა? ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ ასეც იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან უნდა სცოდნოდა მას ფაქტის შესახებ, რომელიც, თითქმის, 50 წლის შემდეგ მოხდა?
თავის წიგნში «ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი», მწერალი აღწერს, თუ როგორ შეჭამა, გემის ჩაძირვის შემდეგ, გადარჩენილმა ოთხმა მეზღვაურმა იუნგა რიჩარდ პარკერი.
პოს მტკიცებით, ეს ისტორია რეალურ ფაქტებს ეფუძნებოდა, მაგრამ იმ პერიოდში მსგავსი არაფერი მომხდარა... თუმცა, 46 წლის შემდეგ, მართლაც ჩაიძირა გემი და ეკიპაჟის 4 წევრმა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ, მართლაც შეჭამეს მეხუთე წევრი... და როგორც პრესა იტყობინებოდა, იმ უბედურს – რიჩარდ პარკერი ერქვა.


მარკ ტვენმა საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა!image


მწერალი 1835 წელს დაიბადა, როდესაც დედამიწის სიახლოვეს კომეტა გალეამ ჩაიარა. ეს კომეტა ჩვენს პლანეტას 76 წელში ერთხელ უახლოვდება. ხოლო ტვენმა იწინასწარმეტყველა, რომ ის კომეტის მომდევნო გამოჩენის დროს მოკვდებოდა... და მწერალი 1910 წელს, ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც გალეა, დედამიწის სიახლოვეს, ისევ გამოჩნდა.


ენტონი ჰოპკინზი და დაკარგული წიგნიimage


როდესაც მსახიობი ფილმში – «გოგონა პეტროვკადან» (The Girl from Petrovka, 1974) სათამაშოდ, როლისთვის ემზადებოდა, მას ჯორჯ ფეიფერის წიგნის შოვნა უნდოდა, რომ გადაღების დაწყების წინ, თავისი გმირი უკეთესად გაეცნო. მაგრამ, ვერსად ნახა, ვიდრე ერთხელ, სრულიად შემთხვევით, მეტროს ვაგონში არ იპოვა.
მაგრამ, ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ როდესაც მოგვიანებით, მსახიობი წიგნის ავტორს შეხვდა, ფეიერმა მას უთხრა, რომ არც მას ჰქონდა ამ წიგნის არცერთი ეგზემპლარი, რადგან მან, თავისი ბოლო წიგნი მეგობარს ათხოვა, რომელმაც ის, შემთხვევით, მეტროში დაკარგა.


ამ ადამიანმა ტიტანიკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველაimage


1898 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, ამერიკელმა მწერალ-ფანტასტმა, მორგან ენდრიუ რობერტსონმა ნოველა დაწერა, რომელშიც ჩაძირულ გემზე – «ტიტანზე» იყო მოთხრობილი.
ისევე, როგორც ნამდვილი «ტიტანიკი», «ტიტანიც» ჩაუძირავ გემად ითვლებოდა. გარდა ამისა, ორივე გემს, კატასტროფის მომენტში, ბორტზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები არა ჰქონდა და ორივე აისბერგთან შეჯახების შემდეგ, ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა.


ერთი ბედის 2 პრეზიდენტიimage


აბრაამ ლინკოლნს და ჯონ ფ. კენედს შორის არაერთი დაუჯერებელი დამთხვევა არსებობს.
ორივე კეფაში ნასროლი ტყვიით, პარასკევს, დღესასწაულის წინ გარდაიცვალა (კენედი მადლიერების დღის წინ, ხოლო, ლინკოლნი – აღდგომის წინ) და ორივეს, მათზე თავდასხმის მომენტში, მეუღლე ახლდა. ამას გარდა:
• ორივე მათგანს ჰყავდა მეგობარი, სახელად ბილი გრემი.
• ორივე პრეზიდენტს 4 შვილი ჰყავდა.
• კენედის მდივანი იყო მისის ლინკოლნი, ლინკოლნის მდივანს კი, ჯონი ერქვა.
• ორივე პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, მათი პოსტი ვიცე–პრეზიდენტებმა, გვარად ჯონსონებმა დაიკავეს!


ჰოლანდიელმა ველოსიპედისტმა ორი ავიაკატასტროფის თავის არიდება შეძლოimage


ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ... მარტენ დე იონგი, ერთს კი არა, ორ ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის უნდა ყოფილიყო დაკარგული Malaysia Airlines Flight 370-ის ბორტზე, მაგრამ ბილეთი გადაცვალა და ერთი საათით ადრე გაფრინდა და კიდევ, Malaysia Airlines–ის 17–ე რეისით უნდა გაფრენილიყო. ეს სწორედ ის თვითმფრინავი იყო, რომელიც უკრაინის თავზე, 2014 წელს ჩამოაგდეს. მაშინ, იღბლიანმა სპორტსმენმა, თანხის დაზოგვის მიზნით, ბილეთი სხვა რეისზე გადაცვალა.


ორი ტრაგედია ჰუვერის კაშხალზეimage


ამ კაშხლის მშენებლობის დროს, 112 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, პირველ და ბოლო დაღუპულს შორის საშინელი დამთხვევა არსებობს:
პირველი დაღუპული მიწის მზომავი ჯორჯ ტირნი იყო. ის მდ. კოლორადოში 1922 წლის 20 დეკემბერს დაიხრჩო, როდესაც მშენებლობისთვის იდეალურ ადგილს არჩევდა. ხოლო, 1935 წლის 20 დეკემბერს, ჯორჯის შვილი, პატრიკ ტირინი დაიღუპა.


მანიაკის ორი მსხვერპლიimage


1888 წლის 29 სექტემბრის საღამოს, კეტრინ ედოუზი ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში მთვრალი ნახეს. ის დააკავეს და მხოლოდ მეორე დილით, 12:55 საათზე გაუშვეს, მას შემდეგ, რაც გამოფხიზლდა და სახლში წასვლა უკვე შეეძლო. ქალმა პოლიციაში საკუთარ სახელი დამალა და ის მის მიერ გამოგონილი, მერი კელის სახელით დაარეგისტრირეს.
იმავე საღამოს, კეტრინ ედოუზი ჯეკ მფატრავმა მოკლა. ხოლო, მისი მომდევნო მსხვერპლი, მერი კელი აღმოჩნდა.


გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი და ჯიმი ჰენდრიქსი მეზობლები იყვნენimage


ყველასთვის ცნობილი მუსიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გერმანიაში დაიბადა, მეორე კი – ამერიკაში, ლონდონში მეზობლად ცხოვრობდნენ.
ჰენდელი ცხოვრობდა ბრუქ სტრიტის 25 ნომერში ცხოვრობდა, სახლში ცხოვრობდა, ხოლო ჰენდრიქსი – 23–ში.
მათ ერთმანეთისგან 200–ზე მეტი წელი ყოფდა, მაგრამ ეს ნამდვილად რომ უცნაური დამთხვევა არის.


ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგის და ტახტის მემკვიდრეს ფრანც ფერდინანდის ავტომობილის ნომერში, საიდუმლო ინფორმაცია იყო დაშიფრულიimage


I მსოფლიო ომი ფრანც ფერდინანდის მკვლელობის საბაბით დაიწყო, რომელიც 1914 წლის 28 ივნისის მოხდა. ავტომობილზე კი, რომლითაც ის მკვლელობის მომენტში გადაადგილდებოდა, III 118 სანომრე ნიშანი ჰქონდა. უცნაური რა არის? I მსოფლიო ომი 1918 წლის 11 ნოემბერს, ანუ 11/11/18 დასრულდა...


მას წყალში სიკვდილი არ ეწერა. ქალი, რომელიც 3 გემის («ოლიმპიკი», «ტიტანიკი» და «ბრიტანიკი») კატასტროფას გადაურჩაimage


შესაძლებელია, ამ ქალის სახელი ისტორიას არ შემორჩენოდა, რომ არა საშიშ კატასტროფებში გადარჩენის მისი ფენომენალური ნიჭი. უბედურება მას ბავშვობიდან სულ თან დაჰყვებოდა, მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა გამოსავალს რთული სიტუაციებიდან.
ისე მოხდა, რომ ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი ყველაზე ცნობილ ოკეანურ ლაინერებზე – «ოლიმპიკზე», «ტიტანიკზე» და «ბრიტანიკზე» მუშაობდა. ყველა გემი ჩაიძირა, მაგრამ ვაიოლეტი ცოცხალი დარჩა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* აკაკორის ქრონიკა – ჩვენი პლანეტის უძველესი ისტორია

* რეპორტაჟული ფოტოები, რომლებიც ისტორიაში შევიდა

* დიდი სხვაობა (20 ფოტო)

* პელეს აუხდენელი ოცნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო

* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა

* რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა

* 4 რაბინის დაპირისპირება (სამი – ორის წინააღმდეგ)

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)


0
1670
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0