x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
20 გასაოცარი ფაქტი, რომელიც შენ ჯერჯერობით არ იცი
სამყარო ფაქტებისგან ისე შედგება, როგორც სახლი - აგურებისგან. ბრიტანელი ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტრან რასელი დაჟინებით ურჩევდა თავის სტუდენტებს, ყურადღება ყოველთვის მხოლოდ ფაქტებზე გაემახვილებინათ. მართლაც, ნურასოდეს დაიჯერებთ იმას, რაც თვალით არასოდეს გინახავთ. მხოლოდ ფაქტებს ენდეთ.


ქვემოთ 20 გასაოცარ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომლებიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ არ იცოდით:


ფაქტი


1. კედელს თავს თუ მიარტყამთ, თქვენი ორგანიზმი 150 კალორიას დაწვავს.



2. ლურჯი ვეშაპი დედამიწაზე ყველაზე დიდი ზომის ძუძუმწოვარია. ის იმდენად უზარმაზარია, რომ ჩვილ ბავშვს მის ვენებში გაძვრომაც კი შეუძლია.


ფაქტი


3. ადოლფ ჰიტლერის დედას ნაყოფის მოშორება სურდა, როცა მომავალ ფიურერზე იყო ორსულად, მაგრამ ექიმმა სამწუხაროდ მას ეს გადააფიქრებინა.


4. ზღვის წავები ძილში ერთმანეთის თათებს თათებით ბღუჯავენ, რათა ერთიმეორისგან არ გამოცალკევდნენ.


5. ადამიანებს გულის ინფარქტი ძირითადად ორშაბათობით ემართებათ.


6. უგანდაში მოსახლეობის ნახევარი 15 წელზე უფრო უმცროსი ასაკისაა.


7. ადამიანების 95 % სხვა ადამიანებს წერს იმას, რასაც პირისპირ არასოდეს ეტყოდა.


8. “ტიტანიკი” მსოფლიოში პირველი ხომალდი იყო, რომელმაც სიგნალი SOS გამოიყენა.


9. მეკობრეები საყურეებს იმიტომ ატარებდნენ, რომ სწამდათ, რომ მათი მეშვეობით მხედველობა უუმჯობესდებოდათ.


ფაქტი


10. ქალაქი ლოს-ანჯელესის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: “El Pueblo de Nuestra Senora la Reina de los Angeles de Porciuncula.”


11. Twitter-ის ლოგოზე გამოსახულ მტრედს ლარი ჰქვია.


12. მსოფლიოში ყველაზე შხამიან მედუზას ირუკანჯი ჰქვია და ზომით ის ადამიანის ფრჩხილზე უფრო მომცრო ზომისაა.


13. კალიფორნიაში იესო ქრისტეს სახელზე მართვის მოწმობა ექვსჯერ არის გაცემული.


14. კარიბის ზღვაში არსებობენ ხამანწკები, რომლებსაც ხეზე აცოცება შეუძლიათ.


15. მატლები საკუთარ ნეხვს შეექცევიან.


16. ციყვებს შემთხვევათა 50 %-ში ავიწყდებათ, თუ სად ინახავენ თხილსა და კაკალს.


17. ნათქვამია, ადრე ამდგარი ჩიტი ჭიას იჭერსო. 1994 წელს, ანუ მანამდე, სანამ ინტერნეტის პორნოინდუსტრია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესი გახდებოდა, ამერიკელმა გარი კრემენმა ჭკუა იხმარა და დომენი sex.om თავისთვის დაირეგისტრირა. 12 წლის შემდეგ დომენი იმდენად ძვირადღირებული გახდა, რომ კრემენმა ის 14 მილიონ დოლარად გაყიდა.


18. ყველაზე მასშტაბური სექს-ორგია იაპონიაში 2008 წელს გაიმართა. მასში 500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მონაწილეები კამერების წინ მასტურბაციით იყვნენ დაკავებულები და მათ შორის სქესობრივ კონტაქტს ადგილი არ ჰქონია.


19. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ პორნოკოლექციას ფლობს ადამიანის სექსუალობის კვლევის ინსტიტუტი სან-ფრანცისკოში. ვინც ინსტიტუტის კლუბის ოქროს ბარათს ფლობს, შეუძლია 50 ათას ფილმს, 80 ათას წიგნს, ეროტიკულ პოსტერებს, ბანქოს და სხვა პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს გაეცნოს.


20. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდი ერთ ტაილანდელ წყვილს ეკუთვნის, რომლებიც 58 საათის 35 წუთის და 58 წამის მანძილზე შეუსვენებლივ კოცნიდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთის კოცნა მაშინაც კი არ შეუწყვეტიათ, როცა საპირფარეშოში გადიოდნენ.

5
1060
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1060
  
2023, 13 იანვარი, 22:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 7 იანვარი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5