x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბრილიანტზე ძვირფასი - რომელია ყველაზე იშვიათი მინერალი დედამიწაზე?
image

ძვირფას ქვებზე საუბრისას პირველ რიგში ალმასი გვახსენდება - ძვირადღირებული ბრილიანტების წინამორბედი, რომელიც სიმდიდრის სიმბოლოა.


თუმცა, შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს ის ფაქტი, რომ ბუნებაში არის მინერალები, რომლებიც ბრილიანტებზე უფრო ძვირია და მეტიც, შეუფასებელია . მაგალითად, კიუტიუტი.(მთავარი ფოტო) ეს პატარა, მხოლოდ 1, 61 კარატინი წონის ფორთოხლისფერი კრისტალი, ნაპოვნია მიანმარში და არსებობს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი. თუმცა, 2015 წელს იგი ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო მინერალოგიური ასოციაციის მიერ.


უაზროა ქვის ფასის დადგენა, რომლის წონაც 0, 3 გრამზე ოდნავ მეტია - ამ მინერალს, რომელიც ცნობილია ერთ ეგზემპლარად, უბრალოდ შეუფასებელია(მთავარი ფოტო).



მეორე ადგილზე არის კიდევ ერთი იშვიათი ძვირფასი ქვა, პეინიტი, რომელიც მისი აღმომჩენის, არტურ პეინის სახელს ატარებს. სხვათა შორის, პეინიტი ასევე მიანმარში აღმოაჩინეს 1956 წელს.


ბრიტანელმა მინერალოგმა არტურ პეინმა იყიდა ორი წითელი კრისტალი, როგორც ლალის ქვა, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ნაყიდი ქვები სრულიად სხვა იყო.


დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში მხოლოდ სამი მსგავსი ქვა იყო ცნობილი, შემდეგ კიდევ რამდენიმე აღმოაჩინეს.


2005 წლისთვის მთლიანად აღწერილია 25 ცალი პეინიტის კრისტალი, რომლებიც ან კერძო კოლექციებში ან ორ მუზეუმში: ბრიტანეთის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში და ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტის მუზეუმში ინახება.(ფოტოზე)

image

2006 წელს მიანმარში კიდევ ერთი პეინიტის საბადო აღმოაჩინეს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ეს ქვები ადრე აღმოჩენილს ბევრად ჩამოუვარდება ხარისხით.

1
440
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
440
  
2023, 7 იანვარი, 23:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1