x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებული საინტერესო და მივიწყებული ტრადიციები...
თუ­შეთ­ში ახალ წელს „წელ­წ­დო­ბას“ უწო­დე­ბენ. ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არაყს ხდიდ­ნენ და ლუდს ადუ­ღებ­დ­ნენ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­თავ­ნო და ბე­დის კვე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. აცხობ­დ­ნენ ერთ დიდ კვერს — „ქრის­ტეს საგ­ზალს“, ქა­ლე­ბის­თ­ვის — მრგვალ კვერს, ხო­ლო კა­ცე­ბის­თ­ვის — „ბა­ცუ­კაცს“. კვე­რებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც აცხობ­დ­ნენ: ხა­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ კვერს რქე­ბი ჰქონ­და, ძრო­ხის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილს — ძუ­ძუ­ე­ბი, ცხე­ნის კვერს ნა­ლის ფორ­მა ჰქონ­და. ყვე­ლა სა­ხის კვერს ლან­გარ­ზე აწყობ­დ­ნენ მატყ­ლ­თან, მა­რილ­თან, ყველ­თან და ერ­ბოს­თან ერ­თად.
ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე თუშ ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, თუ­კი რამ ჰქონ­დათ გა­ნათხოვ­რე­ბუ­ლი; იმა­რა­გებ­დ­ნენ ტკბი­ლე­ულს და აცხობ­დ­ნენ სა­მეკ­ვ­ლეო კვერს, რო­მელ­საც „ხა­რის გო­გას“ ეძახ­დ­ნენ. აქ მეკ­ვ­ლედ ისეთ კაცს იწ­ვევ­დ­ნენ, რო­მელ­საც კე­თი­ლი გუ­ლი, კარ­გი ფე­ხი და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ნამ მეკ­ვ­ლე არ მო­ვი­დო­და სუფ­რას­თან არა­ვინ ჯდე­ბო­და. ზუს­ტად თორ­მეტ სა­ათ­ზე მეკ­ვ­ლე ოჯახ­ში შე­მობ­რ­ძან­დე­ბო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი კი მას სა­მეკ­ვ­ლეო კვერს მი­არ­თ­მევ­და. მეკ­ვ­ლე მას კე­რი­ას­თან და­ა­გო­რებ­და ისე, რომ კვე­რი წაღ­მა დამ­დ­გა­რი­ყო, რა­თა ახალ წელს ოჯა­ხის ბე­დი სულ წაღ­მა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო. ხდე­ბო­და ისეც, რომ მეკ­ვ­ლე­ო­ბას თუ­შე­ბი მეცხ­ვა­რის ძაღლს ან­დობ­დ­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­საც „კარ­გი კვა­ლი“ ჰქონ­და.
დი­ლით ად­რე ოჯა­ხის უფ­რო­სის ჯე­რი დგე­ბო­და. იგი უნ­და გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, შე­მო­ე­ტა­ნა თოვ­ლი და სახ­ლ­ში მი­მო­ებ­ნია. ოჯა­ხის უფ­რო­სის და­ლოც­ვის შემ­დ­გომ, სა­ა­ხალ­წ­ლო მხი­ა­რუ­ლე­ბა იწყე­ბო­და.
ფშავ-ხევ­სუ­რეთ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს, ხე­ვის­ბე­რი და მი­სი დამ­ხ­მა­რე­ე­ბი სა­ლო­ცავ­ში წა­ი­ღებ­დ­ნენ ქა­დებს, ერ­ბო­ი­ან პუ­რებს და სან­თ­ლებს. ასე­ვე მიჰ­ყავ­დათ და­საკ­ლა­ვი ცხო­ვე­ლი. ხე­ვის­ბე­რი და­ლო­ცავ­და ყვე­ლა ოჯახს და გვარს. დაკ­ლავ­დ­ნენ ცხვარს, თოვ­ლის გუნ­დებს ცხვრის სის­ხ­ლ­ში ამო­ავ­ლებ­დ­ნენ და სა­ლო­ცა­ვის კე­დელს ეს­როდ­ნენ.
ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭე­ბი ქუ­დებს ნაბ­დის ქვეშ დებ­დ­ნენ. ვინც მა­ლუ­ლად ქუდს აიღებ­და, სწო­რედ ის იყო მთე­ლი სოფ­ლის მეკ­ვ­ლე. და­ლოც­ვის შემ­დეგ სო­ფელ­ში დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბო­და. იხარ­შე­ბო­და ლუ­დი და ხინ­კა­ლი.
ფშავ­ში ხმი­ა­დის გა­მოცხო­ბით იწყე­ბა ახა­ლი წლის დი­ლა. ხმი­ადს მა­გი­და­ზე თაფ­ლი­ან და ერ­ბო­ი­ან ჯა­მებს შე­მო­უმ­წ­კ­რი­ვე­ბენ. ოჯა­ხის ერ­თი წევ­რი წყალ­ზე მი­დის და თან მი­აქვს ყვე­ლი და პუ­რი. ჩა­აგ­დებს წყალ­ში და სამ­ჯერ იტყ­ვის: „წყა­ლო, ნაყ­რი მო­გი­ტა­ნე, ბე­დი გა­მო­მა­ყო­ლეო“. წა­მო­ი­ღებს წყალს, ხმი­ა­დე­ბით სავ­სე სუფ­რა­ზე და­დებს და და­ი­ლო­ცე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­უს­ხ­დე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი სუფ­რას, დი­ა­სახ­ლი­სი მათ თაფლს და ხილს შე­აჭ­მევს და ერ­თ­მა­ნეთს ეტყ­ვი­ან: „ეგ­რემც ტკბი­ლად და­მი­ბერ­დიო“. გად­მო­ი­ღე­ბენ ხმი­ა­დებს, წვნი­ან ჯა­მებს და სა­უზ­მო­ბენ. ოჯა­ხი უც­დის წი­ნა ღა­მეს ხატ­ში წა­სუ­ლი ღა­მის­მ­თევ­ლე­ბის გა­მობ­რუ­ნე­ბას, მეკ­ვ­ლეს შე­მოს­ვ­ლას და ოჯა­ხი­დან არა­ვინ გა­დის. დი­ა­სახ­ლი­სი ქვაბს ჩა­მოჰ­კი­დებს და ხინ­კ­ლის კე­თე­ბას შე­უდ­გე­ბი­ან.
ხევ­სუ­რეთ­ში ახალ წელს „წელ­წადს“ უწო­დე­ბენ და მას დი­დი სამ­ზა­დი­სით ეგე­ბე­ბი­ან. ოჯა­ხებ­ში სა­ა­ხალ­წ­ლო არაყს ხდი­ან, ხატ­ში დას­ტუ­რე­ბი ლუდს ხარ­შა­ვენ. დი­ა­სახ­ლი­სი სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რებს აცხობს. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მეკ­ვ­ლეო კვე­რია, რო­მელ­ზე­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვა­რი, კა­ცი, სახ­ნი­სი, ხა­რი, ძრო­ხა, ცხე­ნი, ქე­რის თავ­თა­ვი და სხვა. სა­მეკ­ვ­ლეო კვერს გა­მოცხო­ბის დროს უც­ქე­რი­ან და, რო­მე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც აიწევს, იმ წე­ლი­წადს ის იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი და დოვ­ლა­თი­ა­ნი. შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი­სათ­ვის აცხობს ბე­დის კვე­რებს: თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ნი­შა­ნი აზის და გა­მოცხო­ბის დროს, ვი­სიც აფუვ­დე­ბა, ის ბე­დი­ა­ნი და ყის­მა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბაო.
ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე­ე­ბი ხა­ტებ­ში ათე­ნე­ბენ ახა­ლი წლის ღა­მეს. გა­თე­ნე­ბი­სას ხუ­ცე­სი გა­რეთ გა­მო­დის, თოვ­ლი შე­აქვს სა­ლო­ცავ­ში, მეკ­ვ­ლე­ებს თავ­ზე აყ­რის და და­ლო­ცავს: „ესრ თეთ­რად აყ­ვავ­დით! წე­ლიმც კა­ი­სა გა­მო­გეც­ვ­ლე­ბისთ, პუ­რი­ან-წუ­ლი­ა­ნი, სა­ხელ­სარ­გებ­ლი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­სა და კარ­გად ყოფ­ნი­სა!…“
image

წყარო: ისტორია History Ambri Qartveli
0
146
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0