x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც სამივე ევროპული თასი მოიგო სამ სხვადასხვა კლუბში
image

58 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი, რომელიც ერთადერთია ისტორიაში, რომელმაც სამივე ევროპული თასი მოიგო სამ სხვადასხვა კლუბში. ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა.



ვიალის კარიერა კლუბ "კრემენოზეში" დაიწყო. 1983/1984 წლების სეზონში 10 გოლის გატანის შემდეგ იგი მიიწვია "სამპდორიამ", რომელთანაც ერთად მოიგო სერია A (1990/91), სამჯერ იტალიის თასი (1985, 1988, 1989) და 1990 წლის უეფას თასების მფლობელთა თასი.


თასების მფლობელთა თასის ფინალში "სამპდორიამ" ბელგიის " ანდერლეხტი" 2-0 დაამარცხა, სადაც ორივე გოლი ვიალიმ გაიტანა.



"სამპდორიაში" თამაშის დროს ვიალი არაერთხელ გამოიძახეს იტალიის ნაკრებში, რომლის შემადგენლობაში მან მონაწილეობა მიიღო 1986 წლის და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევ ითამაშა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე.


1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" წაგებიდან მალევე, ვიალიმ ხელი მოაწერა რეკორდულ სატრანსფერო ხელშეკრულებას "იუვენტუსთან" 12, 5 მილიონ ფუნტად.


პირველსავე სეზონში ფეხბურთელმა ტურინის გუნდთან ერთად უეფას თასი მოიგო.


მალევე, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელ არიგო საკისთან უთანხმოების გამო, ვიალი არ მიიწვიეს ნაკრებში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იტალია და ბრაზილია ითამაშებდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ბრაზილიას.


ვიალიმ მეორე სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო "იუვესთან" ერთად 1995 წელს, სეზონში 16 გოლი გაიტანა. ხოლო 1996 წელს ვიალიმ "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო;


დღეისთვის ჯანლუკა ვიალი არის მე-8 ფეხბურთელი მსოფლიოში, რომელსაც მოგებული აქვს სამივე ევროპული თასი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამივე თასი მოიგო სამ სხვადასხვა კლუბში თამაშის დროს.


კარიერის დასასრულს მან ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ "ჩელსისთან".


" ჩელსიმ" მალე მოიგო ინგლისის თასი ვიალისთან ერთად; ფინალურ მატჩში ვიალიმ მხოლოდ ხუთი წუთი ითამაშა, დროის გაწელვის მიზნით შეხვედრის ბოლოს გამოიყვანეს. 1997/98 წლების სეზონში რამდენიმე წარმატებული თამაშის მიუხედავად, ვიალიმ ვერ შეძლო მუდმივი ადგილის დამკვიდრება "ჩელსის" პირველ გუნდში, რის შემდეგაც ლონდონური კლუბის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა.


2001 წელს ჯანლუკა ვიალიმ დატოვა "ჩელსი", ის შემდეგაც გახდა "უოტერფორდის" მწვრთნელი, იტალიელი სმაწვრთნელო კარიერა საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა ამ კლუბში, შემდეგ ვეტერანი ფეხბურთელი კარგა ხნის განმავლობაში Sky Italia-ს კომანტატორი იყო.


2019 წელს იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. იტალიამ პანდემიის გამო გადადებული "ევრო 2020" 2021 წელს მოიგო.

2
555
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
555
  
2023, 13 იანვარი, 22:54
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 6 იანვარი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2