x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელი მამაკაცი, რომელიც 38 წელი ტყუილად იჯდა ციხეში, ცხოვრებას თავიდან სწავლობს
image

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ, 69 წლის მორის ჰასტინგსმა სიცოცხლის ნახევარზე მეტი ციხეში გაატარა. თუმცა ტყუილ-უბრლოდ, ის არაფერში იყო დამნაშავე.


ტრაგედია კალიფორნიაში 1983 წელს მოხდა: რობერტა ვეიდერმაიერი, რომელიც სუპერმარკეტში საყიდლებზე წავიდა, გაძარცვეს, გააუპატიურეს და ბოლოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.



მორის ჰასტინგსს ბრალი წაუყენეს მხოლოდ გარდაცვლილის ქმრის განცხადების საფუძველზე, რომელმაც თქვა, რომ დაინახა ვიღაც ამ მამაკაცის მსგავსი, რომელიც მართავდა მანქანას იმ ადგილზე, სადაც მოგვიანებით რობერტას ცხედარი იპოვეს.



სასამართლო პროცესი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, 100-ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, მორისი ჯიუტად უარყოფდა დანაშაულს.


დაზარალებულის სხეულზე მკვლელის ბიოლოგიური კვალი აღმოაჩინეს, თუმცა დნმ-ის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან ეს რევოლუციური მეთოდი მაშინ მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო.


პროკურორმა სიკვდილით დასჯა მოითხოვა, თუმცა ნაფიც მსაჯულებმა მორისს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.ამ წლების განმავლობაში ჰასტინგსმა რამდენჯერმე ითხოვა დნმ ექსპერტიზა, ბოლოს 2000 წელს, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. მისი თხოვნა მხოლოდ 2021 წელს დააკმაყოფილეს და დაადასტურა, რომ მორისი უდანაშაულო იყო.

image


მკვლელი იპოვეს და გაასამართლეს; ის ციხეში გარდაიცვალა.


ახლა მორისი 69 წლისაა, საიდანაც 38 წელის მან სხვისი ცოდვის გამო გისოსებს მიღმა გაატარა.


კაცმა განაცხადა, რომ რომ არავის მიმართ წყენა არ აქვს და სურს ისარგებლოს თავისუფლებით და იცხოვროს ბედნიერად...


მორისი ამბობს, რომ თავისუფლებაში გატარებულ მთელ დროს ის ხარჯავს იმ ტექნოლოგიების გააზრებაზე, რაც სწრაფად განვითარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მაგალითად, აქტიურად იკვლევს ინტერნეტს, სწავლობს სხვადასხვა სახის გაჯეტების ხმარებას;იგი უკვე შიშის გარეშე იყენებს თავის პირველ საკრედიტო ბარათს.

1
426
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
426
  
2023, 6 იანვარი, 23:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1