სისხლის სამართალი აშშ-ში დამკრძალავი ბიუროს მფლობელს 20 წელი მიუსაჯეს გარდაცვლილის ნაწილების გაყიდვის გამო 5 იანვარი, 15:45 ![]() Sunset Mesa Funeral Home-ის მფლობელი ქალაქ მონტროზში, კოლორადოს შტატში გარდაცვლილის უნუგეშო ნათესავებისგან ცხედრის კრემაციისთვის ათას დოლარს იღებდა. თვითონ კი, მათგან ფარულად, ყიდდა გვამების ხელებს, ფეხებს, თავებს, ხერხემლებს. ალბათ იკითხავთ ვის სჭირდებოდა ასეთი კონკრეტული პროდუქტიო?გვამების ნაწილებს ყიდულობდნენ სამედიცინო ორგანიზაციები, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებები ექსპერიმენტებისთვის, იგივე ქირურგების მოსამზადებლად. მყიდველები არც დაეჭვებულან, რომ "საქონელი" კრიმინალური გზით იყო მოპოვებული, რადგან ჰესი მიცვალებულთა სხეულის ნაწილებს ფიქტიურად გაფორმებულ დოკუმენტებზე ყიდდა მისივე სხვა კომპანიის Donor Services-ის მეშვეობით, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობდა, სადაც დაკრძაალავი ბიურო იყო განთავსებული. ![]() დანაწევრებას ასრულებდა დედა შირლი კოხი. ზოგჯერ ოჯახი მეცნიერებისთვის მთელ გვამებს ყიდდა. კოშმარული ბიზნესი 2010 წლიდან 2018 წლამდე გრძელდებოდა, რომელსაც წერტილი დაუსვა Reuters-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ. ამის შემდეგ საქმე FBI-მ გადაიბარა. დადასტურდა, რომ წლების განმავლობაში ქალიშვილმა და დედამ უკანონოდ დაანაწევრეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს 550-ზე მეტი გვამი! 200-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო ურნები, სადაც მათი საყვარელი ადამიანების ფერფლთან ერთად სხვა მიცვალებულთა ფერფლს ურევდნენ. „ეს ორი ქალი სარგებლობდა მსხვერპლთა მოწყვლადი გრძნობებით, რომლებიც მიმართავდნენ მათ გლოვისა დამწუხარების მომენტში“, - განუცხადა FBI-ს აგენტმა ლეონარდ კაროლომ სასამართლოს. „ამ ადამიანების მხარდაჭერის ნაცვლად, ეს ხარბი ქალებატონები ბოროტად იყენებდნენ ასობით მსხვერპლის ნდობას და მათი ნათესავების სხეულებს ასახიჩრებდნენ“. ![]() 465 2-ს მოსწონს
|